Blockchain & Bitcoin Conference Georgia 2020: საქართველოს მთავარი კრიპტომოვლენა ბრუნდება!

Blockchain & Bitcoin Conference Georgia 2020: საქართველოს მთავარი კრიპტომოვლენა ბრუნდება!

19 მაისს შედგება მეორე Blockchain & Bitcoin Conference Georgia, რომელიც დაეთმობა კრიპტოვალუტის მიმართულებას, ბლოკჩეინსა და ICO-ს. ვინ გახდება ამ ღონისძიების სპიკერი და რა თემებს განიხილავენ ექსპერტები წელს?

როგორ ჩაიარა პირველმა Blockchain & Bitcoin Conference Georgia-ამ

პირველი ღონისძიება, რომელიც ეხებოდა კრიპტოვალუტებს და ორგანიზებული იყო Smile-Expo-ს მიერ, ჩატარდა საქართველოში 2018 წელს. კონფერენციას დაესწრო 357 სტუმარი, მათ მოისმინეს ციფრული ვალუტების სფეროს ექსპერტების გამოსვლები და შეძლეს პირადად გასაუბრებოდნენ სპიკერებს შემდეგი კომპანიებიდან: ZenCash, IBM, Shelf.Network და Golden Fleece. განხილვის მთავარი თემები იყო: მაინინგის სპეციფიკა, ბლოკჩეინი სახელმწიფოს მართვაში და ICO-კამპანიების ჩატარების თავისებურებანი.

ივენთის ფარგლებში დაიდო შეთანხმების ხელშეკრულება საქართველოსა და უკრაინის ბლოკჩეინ-ასოციაციებს შორის, ხოლო ღონისძიებაში მონაწილე პროექტებმა მიიღეს განაცხადები $10 მილიონის საერთო ღირებულებით. ღონისძიებამ ჩაიარა ქვეყნის მთავრობის აქტიური მხარდაჭრით, ამ მოვლენის სპონსორები იყვნენ ისეთი კომპანიები როგორიცაა ZenCash, Cointraffic, Bixtrim, Glorymine და Bitforx.

რა ელის Blockchain & Bitcoin Conference Georgia 2020-ის სტუმრებს

მეორე კრიპტომოვლენა გვპირდება უფრო მასშტაბურ ღონისძიებას. ის გააერთიანებს დეველოპერებსა და მაინინგ-დანადგარების მწარმოებლებს, კომპანიათა მფლობელებს და მათ, ვინც დაინტერესებულია კრიპტოვალუტების მიმართულების განვითარებით. კონფერენცია გაზრდის თანამშრომლობის შესაძლებლობებს საქართველოს, უკრაინისა და ბელორუსიის კომპანიებისთვის.

უკვე ცნობილია ივენთის პირველი სპიკერების სახელები:

  • მარიამ ტურაშვილი - საქართველოს სხვადასხვა სამინისტროში მუშაობის 10 წლიანი გამოცდილების მქონე ესპერტი, 2017 წლიდან ხელმძღვანელობს პროექტების მართვის დეპარტამენტს.

  • პიტერ ჯერალდი მიკელსონი - Fasttrack.network-ის მმართველი პარტნიორი, Nordic Blockchain Association-ის დამფუძნებელი.

ღონისძიების მოდერატორი იქნება ევგენი რომანენკო - დსთ-ს ქვეყნების კრიპტოივენთების #1 წამყვანი, YouTube არხის, iTuber-ის ინტერვიუერი და Digital Georgia-ს დამფუძნებელი.

წელს სპეციალისტები განიხილავენ განვითარებად ბაზრებზე ბლოკჩეინის გამოყენების ახალ შესაძლებლობებს, შეაფასებენ მთავრობის როლს ინოვაციისა და კრიპტოვალუტების სფერის მხარდაჭერაში ბიზნესისთვის.

კონფერენციის მთავარი თემებია:

  • ბლოკჩეინი განვითარებად ბაზრებზე: პრობლემებისა და შესაძლებლობების შესწავლა;

  • რა გზებით შეუძლია მთავრობას მხარი დაუჭიროს ინოვაციებსა და ბლოკჩეინის დანერგვას კორპორაციებში, მცირე და საშუალო ბიზნესში;

  • სახელმწიფო სექტორში ბლოკჩეინის გამოყენების ცვლილებები და პერსპექტივები;

  • გავლენა, რომელიც stablecoin-ს აქვს ფიატურ ვალუტაზე;

  • ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენება ტურიზმის ინდუსტრიაში;

  • ბლოკჩეინ-გადაწყვეტილებები ლოჯისტიკასა და გადაზიდვების გლობალური ჯაჭვისთვის;

  • სმარტ-კონტრაქტების გამოყენება უძრავი ქონების შეთანხმებებში, როგორც ფინანსური შემოწმების გაძლიერება.

ივენთის ფარგლებში ასევე ჩატარდება პანელური დისკუსია „ბლოკჩეინი ბიზნესში. ინსტიტუციონალური ინვერსტორების გავლენა კრიპტოვალუტების სამყაროზე“.

უახლოეს დროში ღონისძიების პროგრამა აქტიურად შეივსება.

სად ჩატარდება კონფერენცია

ივენთი ჩატარდება ხუთვარსკვლავიან სასტუმროში, The Biltmore Hotel Tbilisi-ში, რომელიც მდებარეობს დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში მისამართზე: შოთა რუსთაველის გამზირი, 29.

ორგანიზატორი

კონფერენციის ორგანიზატორია საერთაშორისო კომპანია, Smile-Expo, რომლის პორტფოლიოშიც უკვე 50 წარმატებულად ორგანიზებული ბლოკჩეინ-ღონისძიებაა, რომელიც ჩატარდა მსოფლიოს 28 ქვეყანაში. კომპანია ატარებს თემატურ ივენთებს 2014 წლიდან.


არ გამოტოვოთ ყველაზე ხმაურიანი ბლოკჩეინ-მოვლენა საქართველოში!

ბილეთის შეძენა
გაეცანი ახალ სპიკერებსა და კონფერენციის სიახლეებს