Blockchain & Bitcoin Conference Georgia-ს გახსნის Bixtrim-ის გენერალური დირექტორი და დამფუძნებელი

06 ივნისი 2018
20 ივნისს თბილისში დაიწყება Blockchain & Bitcoin Conference Georgia. პირველი სიტყვით გამოვა არტურ არაბიანი – კრიპტოინვესტორი, ICO-მრჩეველი და Bixtrim სტარტაფის დამფუძნებელი.
არტურ არაბიანს აქვს სამი უმაღლესი სასწავლებლის დიპლომი შემდეგ სფეროებში: პროგრამული იმპლემენტაცია, ფინანსები და ბიზნესი; იგი ფლობს პროგრამირების 6 ენას. ეს სპიკერი თანამშრობლობს სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენლებთან, სადაც წარმოადგენს ICO-ს ინვესტიციების მრჩეველს.
კონფერენციაზე არტურ არაბიანი დეტალურად მოგვიყვება Bixtrim-ის პროექტის შესახებ და უშუალოდ გახსნის კონფერენციას, სადაც სიტყვით წარსდგება ღონისძიების მონაწილეების წინაშე.