ბილეთის შეძენა
Blockchain & Bitcoin Conference Georgia

ბლოკჩეინ-ტექნოლოგიები საქართველოს სახელმწიფო მმართველობაში - პანელური დისკუსიის თემა Blockchain & Bitcoin Conference Georgia-ს ფარგლებში

ბლოკჩეინ-ტექნოლოგიები საქართველოს სახელმწიფო მმართველობაში - პანელური დისკუსიის თემა Blockchain & Bitcoin Conference Georgia-ს ფარგლებში

როგორ ნერგავს საქართველოს მთავრობა ბლოკჩეინს GovTech-ში და მოაქვს თუ არა ამას წარმატებული შედეგები? ამ კითხვებზე გვიპასუხებენ სადისკუსიო პანელის, “ბლოკჩეინ-ტექნოლოგიების პერსფექტივები სახელმწიფო მმართველობის სფეროში”-ს, მონაწილეები. ამ დისკუსიის ფარგლებში ექსპერტები პირველად დასვამენ საქართველოს სახელმწიფო მმართველობაში ბლოკჩეინის ინტეგრაციის საკითხს.

მონაწილეებს შორის არიან:

  • დავით კირიზია, სადისკუსიო პანელის მოდერატორი, Blockchain Systems Institute-ის დამფუძნებელი, კრიპტო-ევანგელისტი და ანარქო-კაპიტალისტია. 2004 წლიდან აქტიურადაა ჩართული საქართვეოში განათლებისა და მეცნიერების რეფორმაში.
  • ავთანდილ კასრაძე, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს უფროსის მოადგილე. მანამდე იყო უფროსი იურიდიული მრჩეველი საქართველოს პარლამენტსა და იუსტიციის სამინისტროში.
  • მარიამ ტურაშვილი, საქართველოს ეროვნული რეესტრის პროექტების მართვის დეპარტამენტის უფროსი. ხელმძღვანელობს ბლოკჩეინის ტექნოლოგიაზე შექმნილ მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის პლატფორმის პროექტს. მანამდე მუშაობდა ისეთ უწყებებში, როგორებიცაა: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს პარლამენტი, ეუთოს საპარლამენტო მისია.
  • გიორგი აბრამიშვილი, Georgian Renewable Energy Development Association-ის აღმასრულებელი დირექტორი. გამოცდილი ექსპერტი განახლებადი ენერგიის სფეროში.
  • დავით სივსივაძე, საქართველოს უნივერსიტეტის პრორექტორი სამართლებრივ საკითხებში. დამთავრებული აქვს საქართველოს იურიდიულა სკოლა და იურიდიული კოლეჯი Chicago-Kent College of Law.
  • ნიკოლოზ გაგნიძე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარე.

საქართველოს მმართველობაში ბლოკჩეინის ტექნოლოგიების დანერგვის შესახებ ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი ინტერნეტ-სივრცეში, თუმცა მისი განხილვა შეგიძლიათ მოისმინოთ პასუხისმგებელი პირებისგან Blockchain & Bitcoin Conference Georgia-ზე.

დარეგისტრირდით!

კონტაქტები

Artur Anopolsky

პროექტის ხელმძღვანელი

+995-706-777-038 (დამატ.. 147) a.anopolsky

Yanina Volovyk

კონფერენციის კოორდინატორი

+995-706-777-038 (დამატ.. 164) y.volovyk

Aleksandra Yanko

ექსპონენტებისა და სპონსორებისათვის

+995-706-777-038 (დამატ.. 104) alexaya270

Tatyana Chirva

ექსპონენტებისა და სპონსორებისათვის

+995-706-777-038 (დამატ.. 105) t.chirva
ზევით