ბილეთის შეძენა
Blockchain & Bitcoin Conference Georgia

“ბლოკჩეინი ენერგეტიკის სფეროში მოამარაგებს ადამიანებს იაფი ელექტროენერგიით”, - კატარინა გაიზელხარტი, PwC

“ბლოკჩეინი ენერგეტიკის სფეროში მოამარაგებს ადამიანებს იაფი ელექტროენერგიით”, - კატარინა გაიზელხარტი, PwC

ადამიანების სწრაფვა ელექტოენერგიის მომწოდებლებისგან დამოუკიდებლობისთვის არ არის ჩვეულებრივი, არარეალური სარეკლამო ხრიკი, არამედ ზუსტად ბლოკჩეინი მოამარაგებს მოქალაქეებს ეფექტური და იაფი ელექტროენერგიით. ასე თვლის Blockchain & Bitcoin Conference Georgia-ს სპიკერი, საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის, PwC-ს მთავარი კონსულტანტი, კატარინა გაიზელხარტი. ჩვენ გავესაუბრეთ კატარინას ენერგეტიკაში ბლოკჩეინის როლის შესახებ და ასევე იმაზე, თუ როგორი ზეგავლენა ექნებათ დეცენტრალიზებულ ტექნოლოგიებს ამ სფეროზე და როგორ იმოქმედებს ეს რიგით მომხმარებელზე.

ინტერვიუერი: Blockchain & Bitcoin Conference Georgia (BCG)
რესპონდენტი: კატარინა გაიზელხარტი

BCG: გამარჯობა, კატარინა. თქვენი აზრით, რა უპირატესობები აქვს ბლოკჩეინს ქვეყნის ენერგეტიკის სფეროში?

კ.გ: დღეს ენერგეტიკის თანამედროვე ევროპულ სფეროს ტრანსფორმაციას ძალიან ბევრი ტრენდი უწყობს ხელს. მაგალითად:

  • ელექტრომანქანები ახალ ამოცანებს უქმნიან ელექტროენერგიის მომწოდებლებსა და ქსელურ კომპანიებს.
  • სმარტფონებსა და სხვა ჭკვიან მოწყობილობებს რეალურ დროში შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია პროდუქტების წარმოებასა და მოხმარებაზე. აქედან გამომდინარე, მათ შეუძლიათ საბოლოო მომხმარებლის სურვილებთან ადაპტაცია.
  • უფრო და უფრო მეტი ოჯახი გადადის ენერგიის თვითგამომუშავებაზე. ისინი იყენებენ მზის პანელებს და საშუალო ზომის ქარის ენერგეტიკულ დანადგრებს, ამის მეშვეობით კი ისინი უკვე მწარმოებელ მომხმარებლებად იქცევიან. ადამიანების სწრაფვა ელექტროენერგიის მომწოდებლებისგან დამოუკიდებლობისთვის არ არის ჩვეულებრივი, არარეალური სარეკლამო ხრიკი. ადამიანები უფრო და უფრო გააზრებულად უდგებიან ელექტროენერგიის მოხმარებას.

ამ ტრენდების განხილვა შეგვიძლია გლობალურ დონეზეც. ელექტროენერგიაზე საუბრისას, ჩვენ ვგულისხმობთ არამხოლოდ გამომუშავებად, არამედ გაყიდვად და განაწილებად ელექტროენერგიასაც. ჩვენ ვსაუბრობთ პოლიტიკაზე, ინფრასტრუქტურაზე და ადამიანებზე. ადამიანებზე, რომლებსაც სსურთ რომ ერთმანეთს მისცნენ ველოსიპედებით, მანქანებითა და სახლებით სარგებლობის საშუალება. ენერგეტიკის სექტორში ჩვენ ეს ტრენდები მოკლედ 4დ-ს სახით წარმოვადგინეთ:

  • დეკარბონიზაცია
  • დეცენტრალიზაცია
  • დიჯითალიზაცია
  • დემოკრატიზაცია

თუ განვიხილავთ “დემოკრატიზაციას”, ის გულისხმობს ადამიანებისთვის ელექტროენერგიის ყიდვისა და გაყიდვის საშუალების მიცემას, შეთანხმებების უსაფრთხოებისა და გამჭვირვალეობის უზრუნველყოფით. ზუსტად აქ, ენერგეტიკის სფეროში, ბლოკჩეინმა იპოვა თავისი გამოყენება და იქცა იმ ტექნოლოგიად, რომელიც უზრუნველყოფს უფრო დეცენტრალიზებულ და ასევე უფრო დემოკრატიულ ენერგეტიკის სისტემას.


BCG: რაში მდგომარეობს ბლოკჩეინის ენერგეტიკის სფეროში დანერგვის ძირითადი სირთულეები?

კ.გ: სირთულეები, რომლებსაც ჩვენ ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენებით შექმნილ ახალი ბიზნეს მოდელის დანერგვისას ვაწყდებით, ძალიან განსხვავდება და ხშირ შემთხვევაში, დამოკიდებულია კონკრეტულ მაგალითსა და ქვეყნის კანონმდებლობაზე. წინაღობები, რომლებიც ჩვენ უნდა დავძლიოთ, ხშირად დაკავშირებულია რეგულირებასთან, თუმცა ასევე თვით ტექნოლოგიასთანაც. არანაირი აუცილობლობა არ იქნება ბლოკჩეინში, თუ კი თქვენ უპირობოდ ენდობით მოლაპარაკების სხვა მონაწილეებს.


BCG: როგორ თვლით, რაზეა დამოკიდებული სახელმწიფოს ენერგეტიკულ სექტორში ბლოკჩეინის დანერგვის ეფექტურობა?

კ.გ: როგორც ნებისმიერ სხვა პროექტში, ჩვენი მიზანია გადავჭრათ პრობლემა როგორც კომპანიისთვის, ისევე საბოლოო მომხმარებლისთვის. ადამიანებისთვის სულ ერთია, რომ პლატფორმა, რომელსაც ისინი ელექტროენერგიით ვაჭრობისთვის იყენებენ თავიანთ უბანში, დაფუძნებულია ბლოკჩეინზე. მათ ესაჭიროებათ უსაფრთხო ენერგომომარაგება ე.წ მწვანე ელექტროენერგია, რომელიც ადგილზევე იქმნება შეღავათიან ფასად.

საერთო პროექტში Technische Werke Ludwigshafen (TWL)-თან ერთად გერმანიის პატარა რეგიონში ვქმნით ავტობალანსირებად მიკროქსელს, სადაც ბლოკჩეინი და სმარტკონტრაქტები მოგვცემენ საშუალებას იმისა, რომ ავტომატურად შევახამოთ მოთხოვნა და მიწოდება. ამისთვის გადავწყვიტეთ გამოგვეყენებინა ტექნოლოგია, რომელიც შემუშავებულია Energy Web Foundation-ის მიერ. ეს ტექნოლოგია დღეს აღიარებულია როგორც ყველაზე მასშტაბირებადი და სწრაფი.


BCG: როგორ აისახება ბლოკჩეინ ტექნოლოგიის დანერგვა ენერგეტიკაში რიგით მოქალაქეებზე?

კ.გ: ბლოკჩეინის გავლენა დამოკიდებულია ქვეყნის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე. ევროპულ და განვითარებულ ქვეყნებში ბლოკჩეინი ენერგეტიკის სფეროში გვაძლევს წვდომას მონაცემთა დიდ მოცულობაზე და ასევე იმის საშუალებას, რომ შევინახოთ ისინი უფრო უსაფრთხოდ და რაც მთავარია, პროცესების ოპტიმიზაცითა და ხარჯების შემცირებით. გარდა ამისა, ბლოკჩეინმა უამრავ კომპანიას მისცა მოტივაცია გაეკეთებინათ დეცენტრალიზებული ბიზნეს-მოდელები და ადაპტირებულიყვნენ კლიენტების ახალ მოთხოვნებთან.

თუ განვითარებად ქვეყანაში შევძლებთ მოქალაქეების ეფექტური და იაფი ელექტროენერგიით უზრუნველყოფას, მაშინ მშობლებს მეტი შანსი ექნებათ დააფინანსონ შვილების სასკოლო განათლება. თუ ჩვენ აღმოვფხვრით ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხებებს, გადავარჩენთ უამრავ სიცოცხლეს.

თვითონ ბლოკჩეინი - კომპიუტერული პროტოკოლია. ის განსხვავდება საერთო მოხმარების მონაცემთა ბაზებისგან, რადგან თავის თავში მოიცავს ტრანზაქციების დადასტურებულ მტკიცებებს, რომლებიც ინახება არა ერთ კონკრეტულ ცენტრალურ სერვერზე, არამედ ქსელის ყველა ნოდზე. ეს რევოლუციური ტექნოლოგიაა, რომელიც არაფრად ღირს, თუ არ გვეცოდინება მისი გამოყენება.


BCG: როგორ ფიქრობთ, რამდენად ეფექტური იქნებოდა ბლოკჩეინის დანერგვა საქართველოს ენერგეტიკის სფეროში?

კ.გ: საქართველოს ენერგეტიკული სექტორი განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან ის არ რეგულირდება, არამედ პირიქით, ენერგეტიკულ კომპანიებს აძლევს ტექნოლოგიით ექსპერიმენტირების თავისუფლებას ყველანაირი შეზღუდვის გარეშე. ეს არის ფუფუნება, ენერგორესურსების სხვა რეგულირებად ბაზრებთან შედარებით!


BCG: როგორც ვიცით, თქვენ გაქვთ მიღებული მონაწილეობა მსოფლიოს ენერგეტიკულ საბჭოსთან ერთობლივ კვლევაში: “ბლოკჩეინის ზრდადი როლი ენერგეტიკის სფეროში”. მოგვიყევით, რა იყო ამ კვლევის ობიექტი და როგორი შედეგები მიიღეთ?

კ.გ: კომპანია PwC-თან ერთად უამრავი კვლევა ჩავატარეთ ენერგეტიკის სექტორში ბლოკჩეინის როლზე. კვლევა, რომელიც ჩატარდა მსოფლიო ენერგეტიკულ საბჭოსთან ერთად ასახავს საქმეების მიმდინარე მდგომარობას, როდესაც ბლოკჩეინი უკვე ორი წელია რაც შემოსულია ენერგეტიკის ბაზარზე. ჩვენს გამოცემაში Blockchain energy radar-ში არის ყველა იმ პროექტის დეტალური მიმოხილვა, რომელიც მუშაობს ბლოკჩეინ-ენერგეტიკის სფეროში.

ჩვენი მიზანი იყო იმ ახლადშექმნილი კომპანიების ხელმძღვანელებთან გასაუბრება, რომლებიც ჩართულები არიან წარმატებულ ბლოკჩეინ-პროექტებში, რათა გაგვეგო მათი აზრი ამ ტექნოლოგიის შესახებ. ჩავატარეთ ინტერვიუ, დავუსვით 50-მდე კითხვა კომუნალურ კომპანიებს, ქსელურ ოპერატორებსა და ბლოკჩეინ-სტარტაპებს და წარმოვადგინეთ ამ კვლევის შედეგემი ენერგეტიკის მსოფლიო ლიდერების სამიტზე 2017 წლის ოქტომბერში ქალაქ ლისაბონში.

მთავარი კითხვა, რომელზე პასუხის მიღებაც გვსურდა იყო შემდეგი,- ხედავენ თუ არა ენერგეტიკის მსოფლიო ლიდერები იმას, რომ ბლოკჩეინი არის მომავალში ენერგეტიკის დეცენტრალიზაციის კატალიზატორი. რესპონდენტები 100%-ით გვთანხმდებოდნენ იმაზე, რომ ბლოკჩეინს აქვს რევოლუციური პოტენციალი და რომ მისი არსებობა აჩქარებს გადასვლას უსაფრთხო ენერგომომარაგებაზე მომავალში. გამოკითხულთა 92%-ის აზრით, ეს პოტენციალი მალე იქცევა რეალობად. უფრო ზუსტად კი, შემდეგი 5 წლის განმავლობაში.


BCG: მოგვიყევით რას მიეძღვნება თქვენი გამოსვლა Blockchain & Bitcoin Conference Georgia-ზე?

კ.გ: მინდა დავანახო სხვებს, როგორ ვხვედავთ ჩვენ ენერგო-სისტემის მომავალს ისეთი ტექნოლოგიების ზეგავლენის ქვეშ, როგორიცაა ბლოკჩეინი და ხელოვნური ინტელექტი. ჩემი ამოცანაა - მიმდინარე პროექტების საფუძველზე ვაჩვენო, რომ ბლოკჩეინი - არამხოლოდ ცნობილი ტექნოლოგიაა, არამედ ძლიერი ინსტრუმენტია სტაბილური, ეფექტური და დემოკრატიზირებული ენერგეტიკული სისტემის შექმნისთვის.


დარეგისტრირდით!

კონტაქტები

Artur Anopolsky

პროექტის ხელმძღვანელი

+995-706-777-038 (დამატ.. 147) a.anopolsky

Yanina Volovyk

კონფერენციის კოორდინატორი

+995-706-777-038 (დამატ.. 164) y.volovyk

Tatyana Chirva

ექსპონენტებისა და სპონსორებისათვის

+995-706-777-038 (დამატ.. 105) t.chirva
ზევით