ბილეთის შეძენა
Blockchain & Bitcoin Conference Georgia

“იურიდიული სირთულეები – ძირითადი დაბრკოლებაა”, – ბლოკჩეინ-პლატფორმის, Bixtrim-ის დამფუძნებელი, არტურ არაბიანი კრიპტობიზნესის განვითარების შესახებ

“იურიდიული სირთულეები – ძირითადი დაბრკოლებაა”, – ბლოკჩეინ-პლატფორმის, Bixtrim-ის დამფუძნებელი, არტურ არაბიანი კრიპტობიზნესის განვითარების შესახებ

საქართველოში ლოიალური დამოკიდებულება აქვთ ყველა ბიზნესის მიმართ, მათ შორის, კრიპტოვალუტების მიმართაც. თუმცა, საქართველოში ამ კუთხით ჯერ არ არსებობს სახელმწიფო რეგულაციები, ხოლო მათ შესაქმნელად საჭიროა ამ სფეროს წარმომადგენლების მოზიდვა. ამ აზრს იზიარებს Blockchain & Bitcoin Conference Georgia-ს სპიკერი, ბლოკჩეინ-პლატფორმის, Bixtrim-ის დამფუძნებელი, არტურ არაბიანი. მასთან ჩვენ გავიარეთ უამრავი საკითხი, მათ შორის: რატომ დაიწყო ბიზნესი კონკრეტულად საქართველოში, რა პრობლემები შეხვდა და როგორ გეგმავს საკუთარი კომპანიის განვითარებას.

ინტერვიუერი: Blockchain & Bitcoin Conference Georgia (BCG)
რესპონდენტი: არტურ არაბიანი (ა.ა)

BCG: გამარჯობა, არტურ. რით იყავით დაკავებული მანამ, სანამ კრიპტობიზნესში მოხვიდოდით?

ა.ა: გამარჯობა, 2014 წლიდან მოყოლებული ჩვენ გავხსენით რამდენიმე კომპანია სწრაფი კვების, საბავშვო გართობისა და გემბლინგის სფეროებში. 2016-დან დავიწყეთ მაინინგი. უკვე ამის შედეგად გაჩნდა Bixtrim-ისა და ICO-ს პროექტების იდეა.


BCG: როგორ გაიგეთ კრიპტოვალუტების შესახებ?

ა.ა: ეს იყო სადღაც 2015-2016 წლებში. ჯერ მხოლოდ მაშინ გაჩნდნენ კრიპტოვალუტები საქართველოში. იმის შესახებ თუ რას წარმოადგენდნენ ისინი, პირველად ახლობლებისგან გავიგე. დავინტერესდი ამ თემით და დავიწყე კრიპტოვალუტებზე ყველანაირი ინფორმაციის ძიება: ვკითხულობდი სტატიებს, პროფილურ გამოცემებს.


BCG: რატომ დაიწყეთ მაინინგი? კურსი მაშინ ხომ არ იყო ასეთი მაღალი.

ა.ა: მიუხედავად იმისა, რომ კურსი არცთუ ისე მაღალი იყო, იმ დროს ბევრად ნაკლები მაინერი არსებობდა და სირთულეც საკმაოდ დაბალი იყო, შესაბამისად ბევრის გამომუშავება შეიძლებოდა. ამიტომ, იმ დროს, კრიპტოვალუტის მაინინგი ძალიან შემოსავლიანად ითვლებოდა. ჩვენ სხვადასხვა მონეტებს გამოვიმუშავებდით: Bitcoin-საც, Ethereum-საც და Dash-საც. ამას ვაკეთებდით როგორც ვიდეოკარტებზე სხვა გზებითაც.


BCG: რატომ აირჩიეთ საქართველო კრიპტოვალუტების ბიზნესის შესაქმნელად?

ა.ა: პირველ რიგში, საქართველო ის ქვეყანაა, რომელშიც ვცხოვრობ. უფრო მარტივია ბიზნესის წარმოება იქ, სადაც ცხოვრობ. ასე მისი კონტროლი მეტად ეფექტურია.

რა თქმა უნდა, ქვეყანაში ბიზნესისთვის ლიბერალურმა პირობებმაც დიდი როლი ითამაშეს. ეს ეხება არამხოლოდ მაინინგს, არამედ საქართველოში მეწარმეობის ნებისმიერ ტიპს. აქ არის თავისუფალი ეკონომიკური ზონები, სადაც შეგიძლია განათავსო საკუთარი მაინინგ-ცენტრი. პლიუს შეღავათიანი ელექტროენერგია. ასე საქართველო მაინინგის კუთხით ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ ქვეყანად იქცა.


BCG: რა გარწმუნებთ იმაში, რომ კრიპტობიზნესი მომავალშიც პოპულარული იქნება?

ა.ა: ჩემი დარმუნებულობა კონკრეტული ფაქტებიდან გამომდინარეობს. დღეს ბლოკჩეინზე გადაჰყავთ სახელმწიფოებრივ რეესტრებს. საქართველოში მიწების კადასტრი გადაიყვანეს ბლოკჩეინზე. ზოგი ბანკები ასევე განიხილავენ დეცენტრალიზირებულ ტექნოლოგიებზე გადასვლას.ასეთი მაგალითი უკვე არაერთია ჩვენს რეალობაში. ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები - ორი ყველაზე განხილვადი თემაა მთელ მსოფლიოში.


BCG: როგორ გაჩნდა პროექტ Bixtrim-ის იდეა?

ა.ა: იდეა გაჩნდა მაშინ, როდესაც შეგვექმნა კრიპტოვალუტების ამოღების პრობლემა. არ ვიცოდით როგორ გაგვენაღდებინა და გამოგვეყენებინა. მაშინ ვიფიქრეთ რომ უნდა შეგვექმნა რაღაც ჩვენი. გარკვეული პლატფორმა, რომელიც ყოველდღიურობაში გაგვიადვილებდა კრიპტოვალუტების გამოყენებას და გაზრდიდა მათი გამოყენების სპექტრს.


BCG: რა იქნება Bixtrim-ი?

ა.ა: ეს იქნება მრავალფუნქციონალური პლატფორმა, სადაც მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება შეინახოს, გაყიდოს და გადაცვალოს კრიპტოვალუტები. ჩავუშვებთ ასევე ლომბარდსაც, სადაც შესაძლებლობა ექნებათ ჩადონ ციფრული აქტივები და დაიბრუნონ ისინი ვალების დაფარვის შემდეგ. ასევე Bixtrim-ზე იმუშავებს Escrow-ანგარიში და Futures-ი რომელიც დაიმახსოვრებს კონკრეტულ თარიღზე დაგეგმილ ტრანზაქციებს.

რა თქმა უნდა,(BMX) კოინების ემიტირებას ჩვენს ბლოკჩეინზე ვახდენთ. ჩვენ ასევე ვგეგმავთ პლასტიკური ბარათების გამოშვებას. თუ მფლობელს ანგარიშზე BXM ექნება, მაშინ ამ ბარათით შეძლებს რომ გადაიხადოს ნებისმიერი საქონელი, თუ სერვისი- თანაც, მნიშვნელობა არ აქვს იღებს კომპანია კრიპტოვალუტებს, თუ არა.


BCG: განვითარების რომელ სტადიაზეა ახლა Bixtrim-ის პროექტი?

ა.ა: Bixtrim-ი ახლა შემუშავების სტადიაზეა, თუმცა პლატფორმის ძირითადი ნაწილი უკვე გამზადებულია. ახლა ვამატებთ სხვადასხვა კრიპტოვალუტების აღქმის შესაძლებლობას. არ მინდა დავაჩქარო მოვლენები, თუმცა სავსებით შესაძლებელია რომ პლატფორმა ამა წლის ოქტომბრის ბოლოს ამუშავდეს. საბაზისო ვერსიის ჩაშვებისას, ჩვენ დავიწყებთ მისთვის ნელ-ნელა სხვადასხვა ფუნქციონალის ჩამატებას, რომელიც უკვე ვახსენე.


BCG: რომელ მთავარ სირთულეებს ხედავთ თქვენი პროექტის, Bixtrim-ის განვითარების პროცესში?

ა.ა: ტექნიკურ დონეზე ყველა პრობლემა მოგვარებადია, ამიტომაც, რა თქმა უნდა, ყველაზე რთული ამ პროცესში, იურიდიული საკითხებია. გვაქვს გარკვეული საკითხები საქართველოს ეროვნულ ბანკთან და ასევე საერთაშორისო ბანკებთან. პრობლემა იმაშია, რომ დღეს კრიპტოვალუტები არ ექვემდებარება ჩვენი ცენტრალური ბანკის იურისდიქციას. ბანკი ცდილობს თავი შორს დაიჭიროს ციფრული ვალუტებისგან, რადგან ქვეყანაში ამის რეგულაცია არ არსებობს. არავის ესმის ეს ყველაფერი როგორ უნდა მუშაობდეს.

ამიტომ, ჩემი აზრით, კრიპტოვალუტების იურიდიული რეგულირების შექმნისას კრიპტობიზნესის წარმომადგენლებიც უნდა იღებდნენ მონაწილეობას. სახელმწიფო მმართველობის ორგანოებმა უნდა მოისმინონ ამ სფეროს მეწარმეების აზრებიც.


BCG: გაგვიზიარეთ Bixtrim-ის განვითარების გეგმები.

ა.ა: მალე დავასრულებთ Private Sale-ის ეტაპს, რის შემდეგაც ICO-ს სხვა ფაზები დადგება. ტოკენსეილის დასრულებისთანავე ჩვენ ვგეგმავთ, რომ პლატფორმა ავაფუნქციონიროთ. როგორც უკვე ვთქვი, ეს დაახლოებით ოქტომბერში მოხდება.

მომავალ წელს ვგეგმავთ ჩვენი კომპანიის 6 ოფისის გახსნას დსტ-სა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. ასევე ვგეგმავთ თანამშრომლობას Blockchain Association Georgia-სა და Blockchain Academy Georgia-სთან. ერთობლივად ჩვენ ჩავატარებთ ტრენინგებს ბლოკჩეინ-თემატიკაზე.


BCG: რაც შეეხება ICO-ს: Private Sale-ის ეტაპზე ტოკენებზე ფასდაკლება უდრის 80%-ს. რითაა განპირობებული ფასდაკლების ასეთი მაჩვენებელი?

ა.ა: საქმე იმაშია, რომ გაყიდვადი ტოკენების რაოდენობა ICO-ს ყველა ეტაპზე შეზღუდულია. 80%-ანი ფასდაკლებით ჩვენ გავყიდით მხოლოდ სამ მილიონ ტოკენს. ანუ, Private Sale-ის ეტაპზე ინვესტორები ვერ შეძლებენ იმ რაოდენობის ტოკენების შეძენას, რამდენის ყიდვაც სსურდათ. ისინი ასევე ვერ შეძლებენ ტოკენების გაყიდვას სხვა ეტაპებზე, ვინაიდან ტოკენების დარიცხვა მოხდება მხოლოდ ორი კვირის შემდეგ ICO-ს დასრულებიდან.


BCG: რას ელით Blockchain & Bitcoin Conference Georgia-სგან?

ა.ა: მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ბლოკჩეინ-სფერო საკმაოდ განვითარებულია, ჩვენ ჯერ არ გვქონია ასეთი მასშტაბების ბლოკჩეინ-ღონისძიება. ეს კონფერენცია ამ სახის პირველი საერთაშორისო მოვლენაა ჩვენს ქვეყანაში. დარწმუნებული ვარ რომ ბევრი ადამიანი და ბევრი სასარგებლო ინფორმაცია იქნება. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ბიზნეს-საზოგადოება ძალიან დაინტერესებულია იმით, რომ მეტი გაიგოს ბლოკჩეინსა და კრიპტოვალუტებზე.

რაც უფრო მეტი ასეთი ღონისძიება გვექნება, მით უფრო სწრაფად განვითარდება ბლოკჩეინ-სფერო საქართველოში. ქვეყნისთვის კი ეს ძალიან კარგია.


რეგისტრაცია!

კონტაქტები

Artur Anopolsky

პროექტის ხელმძღვანელი

+995-706-777-038 (დამატ.. 147) a.anopolsky

Yanina Volovyk

კონფერენციის კოორდინატორი

+995-706-777-038 (დამატ.. 164) y.volovyk

Tatyana Chirva

ექსპონენტებისა და სპონსორებისათვის

+995-706-777-038 (დამატ.. 105) t.chirva
ზევით