ბილეთის შეძენა
Blockchain & Bitcoin Conference Georgia

“კრიპტოვალუტებზე კონსერვატიზმი აშშ-სთან ახლოსაა, საქართველოსთან- არა”,- ინტერვიუ კრიპტოესპერტებთან : ლაშა ანთაზე, ვანო ნარიმანიძე

“კრიპტოვალუტებზე კონსერვატიზმი აშშ-სთან ახლოსაა, საქართველოსთან- არა”,- ინტერვიუ კრიპტოესპერტებთან : ლაშა ანთაზე, ვანო ნარიმანიძე

რას აძლევს მაინინგი საქართველოს? როგორი პოზიციაა აქვს ამ ქვეყნის მთავრობას კრიპტოვალუტებთან დაკავშირებით? რამდენად კარგად ესმით მაღალჩინოსნებს ბლოკჩეინის არსი? ამა და სხვა კითხვებზე გვიპასუხა ორმა რესპონდენტმა: ლაშა ანთაძემ, Shelf.Network-ის დამაარსებელმა და e-Auction 3.0-ის დეველოპერმა და ვანო ნარიმანიძემ – Blockchain Association Georgia-ს თანადამფუძნებელმა. 20 ივნისს ეს კრიპტოექსპერტები გამოვლენ მოხსენებებით Blockchain & Bitcoin Conference Georgia-ზე, თუმცა მანამდე დაგვთანხმდნენ ინტერვიუზე.

ინტერვიუერი: Blockchain & Bitcoin Conference Georgia (BCG).
რესპონდენტები: ლაშა ანთაძე (ლ.ა) და ვანო ნარიმანიძე (ვ.ნ).

BCG: მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით, საქართველო კრიპტოვალუტების გამომუშავევით ლიდერ ქვეყანათა შორისაა. მიზეზი – დაბალი ტარიფები ელექტროენერგიაზე და გადასახადების არარსებობა. რა უპირატესობები აქვს მაინინგს ქვეყნისთვის?

ლ.ა: უპირატესობათაგან ერთ-ერთია – სტაბილური მოთხოვნა ელექტროენერგიაზე, ვინაიდან ეს განავითარებს ელექტოენერგიის სფეროში მომუშავე ბიზნესებს. თავისუფალი ეკონომიკური ზონის მიუხედავად, სადაც შემოსავლიდან არაფერი გადასახდელი არაა, ხელფასები მაინც გაიცემა.

ეს ქვეყნის პრესტიჟზეც დადებითად აისახება. ახლა აგიხსნით როგორ. პირველად ცხოვრებაში, სადაც არ უნდა ვიყო კონფერენციებზე: აზიიდან ამერიკამდე, აღარ მიწევს იმის ახსნა თუ საიდან ვარ, იმიტომ რომ მაინინგის წყალობით ყველამ გაიგო საქართველოს შესახებ.

ვ.ნ: კი, მაინინგით საქართველო მესამე ადგილზეა მსოფლიოში, თუმცა ეს მხოლოდ ოფიციალური მონაცემებია, რომლებიც არ ითვალისწინებენ საქართველოს ყველა მაინერსა და კერძო მაინინგ-ფერმას.

ელექტოენერგიაზე დაბალი ტარიფების მიუხედავად, მაინინგი ასტიმულირებს ენერგოსფეროს. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ელექტოენერგიის გამომუშავება მაღალ დონეზეა, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გვიწევდა მისი ყიდვა და იმპორტი. ვფიქრობ, მაინინგი დააჩქარებს ახალი ჰიდროელექტორსადგურების და განახლებადი ენერგიის ელექტორასდურების მშენებლობის პროცესს საქართველოში. გასაგებია, მაინინგში რისკებიც არსებობს, თუმცა ის ადამიანები, რომლებიც ამ სფეროს გონებით უდგებიან, ამით საკმაოდ მაღალ შემოსავალს იღებენ.


BCG: საქართველო, ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც დაიწყო სახელმწიფო რეესტრების ბლოკჩეინზე გადაყვანა. რაში მდგომარეობს ძირითადი სირთულეები?

ლ.ა: ამ მხრივ მე ცოტა სკეპრიკური ვარ. ძალიან რთული ამოცანა დაისახეს და იმისთვის, რომ რეალურად მოახდინონ ბლოკჩეინის იმპლემენტაცია, საჭიროა რევოლუციური მიდგომა.

ვ.ნ: ჩემი აზრით, სახელმწიფო სტრუქტურებში გადანაწილებული რეესტრის დანერგვის ძირითადი სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ საქართველო ბიტკოინის ბლოკჩეინს იყენებს, რომელშიც ტრანზაქციების განხორციელება საკმაოდ ძვირია.

ბლოკების ზომები შეზღუდულია, ხოლო ერთის შექმნაზე მიდის 10 წუთი, რაც საკმაოდ დიდი დროა. ბიტკოინის ბლოკჩეინისთვის ტრანზაქციების დიდი რაოდენობა სისტემას გადატვირთვის საფრთხეს უქმნის – ეს კი ყველას უქმნის პრობლემას. მაგალითად, ძალიან დიდი დრო მიდის იმისთვის რომ ტრანზაქციები ბლოკებში გადაიყვანო.

გარდა ამისა, იზრდება ტარიფი. მოდით გავიხსენოთ რა სიტუაცია იყო შარშან. ბიტკოინი და ბლოკჩეინი იყო გადატვირთული. ვფიქრობ, საქართველომ ამაში დიდი წვლილი შეიტანა, ვინაიდან ჩვენს რეესტრში ძალიან ბევრი ტრანზაქცია იყო ჩაშვებული. დღეს მთავარი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ვიყენებთ ძალინ გადატვირთულ ბლოკჩეინს.


BCG: რას იტყვით ქართველი მაღალჩინოსნების ბლოკჩეინში კომპეტენციის დონეზე?

ლ.ა: მე საერთოდ უამრავი კითხვა მაქვს მაღალჩინოსნების კომპეტენციასთან დაკავშირებით. არამხოლოდ ბლოკჩეინის სფეროში, არამედ უამრავ სხვაშიც.

ვ.ნ: არ მგონია, რომ ყველას კარგად ესმის ბლოკჩეინი და ბიტკოინი, თუმცა სახელმწიფო აპარატის ზოგიერთმა წარმომადგენელმა იცის მათი მუშაობის პრინციპი და ასევე ხედავენ მის უპირატესობებს.

ბლოკჩეინის გაგება – მსოფლიო მასშტაბის პრობლემაა და არამხოლოდ საქართველოსი. უმეტეს შემთხვევაში, როდესაც მაღალჩინოსნები იგებენ სიტყვა “ბლოკჩეინს”, მათ უცებ აქვთ ასოციაცია ბიტკოინთან და კრიპტოვალუტებთან, რეალურად ბლოკჩეინი ბევრად მეტია. ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ შევცვალოთ არსებული სიტუაცია და გვჯერა, რომ თქვენი კონფერენცია ამას ხელს შეუწყობს.


BCG: კრიპტოვალუტების მიმართ არსებობს სამი ძირითადი პრეტენზია: გადასახადებისგან თავის არიდების უნარი;”შავი” ფულის ლეგალიზაცია; უკანონო ვაჭრობის დაფინანსება. როგორ შეიძლება გადაიჭრას ეს პრობლემები კანონის ფარგლებში?

ლ.ა: არ მგონია რომ უკანონო საქმიანობა და ფულის გათეთრება მოიცავდეს კრიპტოვალუტების ტრანზაციების დიდ ნაწილს. ალბათ, ეს 1-2%ზე ნაკლებიცაა. თუ ოდესმე იპოვიან უკანონო ფინანსურ საქმიანობასთან ბრძოლის მექანიზმს, მაშინ ამ პრინციპის გამოყენებას კრიპტოვალუტებზეც შეძლებენ.

ვ.ნ: ვთვლი, რომ მომავალი კრიპტოვალუტებშია. ხოლო ის ქვეყნები, რომლებიც მათ გაურბიან, განწირულები არიან. ეს სფერო ინტერნეტის მსგავსი რევოლუციის მომხდენია. დღეს ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები უფრო დაბალ ფასადაა ხელმისაწვდომი, ანუ თქვენ შეგიძლიათ უამრავი ინვესტიციის მიღება იაფად. მოგვიანებით, კრიპტოვალუტების ბაზარზე მოხვედრა უფრო ძნელი იქნება.

სასაცილოა, როდესაც ვაკვირდები მათ, ვინც ცდილობს კრიპტოვალუტების აკრძალვას ან რაიმე კანონის მიღებას მათი რეგულირებისთვის. იმისთვის რომ კრიპტოვალუტები აკრძალო, უნდა დაბლოკო მთელი ინტერნეტი, მზად ხართ ასეთი მსხვერპლისთვის? ბლოკჩეინის ტექნოლოგია ამაზე მაღლაა. მისი შეზღუდვის სწრაფვით, თქვენ ასტიმულირებთ შავი ბაზრის განვითარებასა და გადასახადების დამალვას. გარდა ამისა, ჩემი აზრით, არალეგალური ბიზნესების მოთხოვნა ამერიკულ დოლარზე ჯერ არავის აუკრძალავს.

ვფიქრობ, რომ კრიპტოვალუტების პრობლემების მოგვარების ერთადერთი გზა – მათი მიღება, ლეგალიზაცია და მათ შესახებ სხვების ცნობადობის გაზრდაა. კი, ბევრი პრობლემა ჩნდება, თუმცა ჩვენ შეგვიძლია მათი აცილება სხვებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდების გზით.


BCG: როგორ დაახასიათებდით საქართველოს მთავრობის დამოკიდებულებას კრიპტოვალუტების მიმართ?

ლ.ა: დარეგულირების რაიმე გზები ან ხედვა იმისა, თუ როგორ უნდა წავიდეს ქვეყანა ამ მიმართულებით, მთავრობას არ აქვს. თუმცა ის ფაქტი, რომ მთავრობა არ გვიშლის და არც ცდილობს რამე ნეგატიურის მოფიქრებას, დადებითად აისახება კრიპტოსფეროს განვითარებაზე. ზოგჯერ ასეთი უმოქმედობა ზუსტად ისაა, რაც გვჭირდება.

ვ.ნ: საქართველოს მთავრობა ჯერ კიდევ შეისწავლის ამ სფეროს და კონსერვატიულ პოზიციას გამოხატავს. ჩემი აზრით, ასეთი დამოკიდებულება არაფერი კარგის მომტანი არ არის. კონსერვატიზმი გამართლებულია დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყნებისთვის, როგორებიცაა მაგალითად აშშ და გერმანია, თუმცა საქართველოსთვის ბლოკჩეინის ტექნოლოგია განვითარების შესაძლებლობაა, რომელიც არ ღირს ხელიდან გაშვებად. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა იმ პიონერთაგანია, რომლებმაც ბლოკჩეინის სახელმწიფოებრივ დონეზე დანერგვა დაიწყეს, კონსერვატიზმი და კანონთან პრობლემები მაინც დიდი დაბრკოლებაა, რომელიც სხვებს ინვესტიციის ჩადებისგან აკავებს.


Blockchain & Bitcoin Georgia-ზე რეგისტრაცია!

კონტაქტები

Artur Anopolsky

პროექტის ხელმძღვანელი

+995-706-777-038 (დამატ.. 147) a.anopolsky

Yanina Volovyk

კონფერენციის კოორდინატორი

+995-706-777-038 (დამატ.. 164) y.volovyk

Aleksandra Yanko

ექსპონენტებისა და სპონსორებისათვის

+995-706-777-038 (დამატ.. 104) alexaya270

Tatyana Chirva

ექსპონენტებისა და სპონსორებისათვის

+995-706-777-038 (დამატ.. 105) t.chirva
ზევით