ბილეთის შეძენა
Blockchain & Bitcoin Conference Georgia

ჩვეულებრივი რუტინული სამსახურიდან კრიპტოინვესტიციებამდე. Bitcoin Embassy Georgia-ს დამფუძნებლის, ალექსი სუდაძის, ისტორია.

ჩვეულებრივი რუტინული სამსახურიდან კრიპტოინვესტიციებამდე. Bitcoin Embassy Georgia-ს დამფუძნებლის, ალექსი სუდაძის, ისტორია.

იგი გაიქცა სახლიდან ჯერ კიდევ მოზრდილობის ასაკში, რათა ეშოვა ფული პირველი მოტოციკლისთვის. 90-იანებში იგი მართავდა კოოპერატივს. ასევე მუშაობდა საჯარო და კერძო სექტორის სხვადასხვა სტრუქტურებში. საქართველოში მისი ცხოვრების განმავლობაში მოხდა ორი რევოლურცია და მაინც დარჩა ქვეყანაში, რათა დაეწყო კრიპტობიზნესი. დღეს ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქართველი კრიპტოინვესტორია, მრჩეველი ICO-პროექტებში, World Blockchain Association-ის წევრი და Bitcoin Embassy Georgia-ს დამფუძნებელი - ალექსი სუდაძე.

ჩვენ გავესაუბრეთ ალექსის იმაზე, თუ როგორ დაიწყო მისი გზა კრიპტოსამყაროში, როგორ გახდა იგი საქართველოში ბიტკოინის ერთ-ერთი პირველი მაინერი და რის გაკეთებას გეგმავს მომავალში.

“გავიქეცი სახლიდან 14 წლის ასაკში, რათა ჩემთვის მოტოციკლი შემეძინა”

გავიქეცი სახლიდან 14 წლის ასაკში. მამას ვთხოვდი მოტოციკლის ყიდვას, თუმცა უარი მითხრა. ამიტომაც გავიქეცი, რომ მის საყიდვლად ფული მომეგროვებინა. თვე ნახევარში ეს შევძელი. ხან მტვირთავად ვმუშაობდი, ხან - მუშად.

დადგა 90-იანები, მაშინ ძალიან მოდური იყო კოოპერატივების შექმნა. მე მქონდა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი. ვიმუშავე მანდ გარკვეული დროის განმავლობაში, შემდეგ სამუშაოდ გადავედი სახელმწიფო სექტორში- ვიყავი როგორც ფინანსურ განყოფილებებში, ისევე შსს-ში და ბევრ სხვადასხვა სტრუქტურაში.

სახელმწიფო სექტორში მუშაობის შემდეგ მივხვდი, რომ კერძო სექტორი უფრო ოპტიმალური ვარიანტია. ჯერ ვმუშაობდი ერთ კომპანიაზე, მერე საკუთარ თავზე. შემდეგ 2003 წელს საქართველოში მოხდა რევოლუცია და მომიწია ყველაფრის თავიდან დაწყება. შემდეგ კიდევ ერთი რევოლუცია 2012-ში - და აქ მივხვდი, რომ საკუთარი ბიზნესი უნდა გადავიტანო ინტერნეტ-სივრცეში, რათა რევოლუციებზე დამოკიდებული არ გავხდე.

“როდესაც კრიპტოვალუტებზე დავიწყე მუშაობა გადარეულად მთვლიდნენ”

ფინანსების სამყაროში მოვხვდი სრულიად შემთხვევით. დიახ, ფინანსური განათლება მაქვს, მაგრამ უკვე 20-25 წელია რაც უახლესი ტექნოლოგიების სფეროში ვმუშაობ. 2011 წელს ვგრძნობდი, რომ მჭირდებოდა რაღაც ახალი. ისეთი რაღაც, როგორიც, მაგალითად, კრიპტოვალუტებია, რომლებზეც სრულიად შემთხვევით შევიტყე.

2011 წელს ტექნოლოგიური ჟურნალებისთვის სტატიებს ვწერდი და მჭირდებოდა უამრავი ახალი მასალა. მაშინ ახალი ამბების სხვადასხვა წყაროს გამომწერი ვიყავი და იქიდან უამრავი ახალი შეტყობინება მომდიოდა ბიტკოინების შესახებ.ძალიან დავინტერესდი ამ თემით, ამის შემდგომ ზედიზედ სამი დღე არ მეძინა, სულ სტატიების წერაში გავატარე. 2012 წელი იყო ჩემთვის გარდამტეხი,- მაშინ მივხვდი რასთან უნდა დავაკავშირო ჩემი ცხოვრება.

2012 წლიდან 2014 წლამდე ყველა გადარეულად მთვლიდა. არავის სჯეროდა რომ ბიტკოინი- ფულია. არავინ იფიქრებდა რომ შეიძლებოდა ვალუტის მაინინგი, სანამ ამას ჩემს მაგალითზე არ ვაჩვენებდი. ამ დროს მეგობრები ხშირად მირჩევდნენ: “ნუ აკეთებ ამას, დაანებე თავი. საქმე გააკეთე, შენ ხომ ნორმალური ადამიანი ხარ. ეს გჭირდება საერთოდ?”. მე მათ არ დავუჯერე.

გარკვეული დროის შემდეგ, ჩემი ახლობლები აღარ მთვლიდნენ გადარეულად და მიხვდნენ, რომ მე, კრიპტოვალუტების ინტერესით, მსოფლიო ტრენდებზე 2-4 წლით წინ წავედი. ახალ ტექნოლოგიებში ყოველთვის ასეა.

“თავს მარტოსულად ვგრძნობდი”

იმისთვის, რათა გამეგო მეტი ბლოკჩეინისა და ვალუტების შესახებ, ვკითხულობდი უამრავ უცხოურ რესურსს. იმ დროს თავს მარტოსულად ვგრძნობდი. თუმცა ვაგრძელებდი ამაზე სტატიების წერას და ფორუმებზე თემებს ვქმნიდი.

თანდათან ვიპოვე თანამოაზრეები, რომლებიც ტექნოლოგიური საზოგადოებისგან არ უშინდებოდნენ კრიტიკასა და დაცინვას. მე მივხვდი, რომ ბლოკჩეინი სერიოზული ტექნოლოგიაა, რომელიც ერთ დღეს გლობალური გახდებოდა. ბლოკჩეინის პოტენციალში ყველაზე მეტად დამარწმუნა სისტემისადმი ნდობის დონემ. ბიზნესი ნელ-ნელა საერთაშორისოდ იქცევოდა, იზრდებოდა პარტნიორების მიმართ მოთხოვნებიც. დღეს, თუკი რამის გაკეთება მინდა ბლოკჩეინის დახმარებით, მე, რეალურად, სულაც არ მესაჭიროება რომ პირადად ვიცნობდე ჩემს პარტნიორს, მაგალითად, იაპონიაში. მე უბრალოდ ვენდობი ბლოკჩეინს.

ამ მიზეზით დავიწყე საერთაშორისო კონფერენციებზე დასწრება, სამეცნიერო სტატიების კითხვა და პარალელურად- მაინინგიც.

“ჩემზე მუშაობდნენ რობოტები”

მაინინგი, ზოგადად, ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. იმ დროს, ჯერ კიდევ ახალი გაცნობილი მყავდა ჩემი ძალიან კარგი მეგობარი, რომელმაც მომყიდა ჩემი პირველი მაინერი. მახსოვს, სამი ღამე გავატარე მასთან, რათა გამერკვია როგორ მუშაობდა მაინერი, როგორ უნდა დამეკონფიგურირებინა, გამეფუჭებინა და ისევ შემეკეთებინა.

როდესაც მეკითხებოდნენ საიდან მაქვს ფული, ვპასუხობდი მარტივად:”ჩემზე მუშაობენ რობოტები”.

“თუ ხინკლის გვერდით დაიწყებთ ხაჭაპურის მომზადებას, ხინკალი აღარავის დააინტერესებს”

რა თქმა უნდა, მესმოდა რომ ახალმა ტექნოლოგიებმა შეიძლება რაღაც მომენტში არ იმუშავონ. როდესაც ინვესტიციებს ვაკეთებდი, რა თქმა უნდა, არ ვდებდი ყველა კვერცხს ერთ კალათაში. დივერსიფიკაცია - ჩემი კრედოა. რაღაც გარკვეულ ეტაპზე ზოგ მაინერს დიდი ფული მოჰქონდა, თუმცა ამის მიუხედავად, მე მაინც ვამბობდი:”ეს დღეს იძლევა ასეთ შემოსავალს, მაგრამ არავინ იცის რა მოხდება ხვალ”.

ამ ყველაფერს მარტივად ვუხსნიდი ქართველ ბიზნესმენებს სარესტორნო ბიზნესის მაგალითზე: ერთი რესტორანი კარგად ამზადებს ხინკალს, თუმცა ხვალ მის გვერდით გახსნიან მეორეს, რომელიც გადასარევ ხაჭაპურს აცხობს. ასეთ შემთხვევაში, ცხადია, ნაკლები ადამიანი შეჭამს ხინკალს. მსგავსი ახსნა კი უკვე ყველასათვის გასაგები იყო.

როგორც კი გამოჩნდა ალტკოინები, ყველამ დაიწყო მათში ინვესტირება. შემოსავალი იყო ენით აღუწერელი: ზრდა 20-ჯერ და 40-ჯერაც კი, სულ რაღაც 4 თვეში. თუმცა მე მაინც ყველას ვაფრთხილებდი, რომ ჯობია იშოვოთ ნაკლები, თუმცა სტაბილური გზებით. რადგან ბიზნესში მთავარია სტაბილურობა.

“ფული ბევრს აქვს, ცოდნა - არა”

დღესდღეობით, კრიპტობიზნესის დაწყება საკმაოდ რთულია. სპონსორი არ დაგეხმარება. შეიძლება ვინმეს მაინც გაუწიოს დახმარება, ისეთს, ვისაც უკვე აქვს ცოდნა. დღეს არის ორი სხვადასხვა სამყარო: ისინი, ვისაც აქვს ფული და ისინი, ვისაც აქვს ცოდნა. ფული აქვს ბევრს, თუმცა ცოდნის მოპოვება ბევრად რთულია. რთულია მარტივად მიიღო გამოცდილებაც და know-how-ც.

ამიტომ, თუ ადამიანი ჯერ კიდევ ახლა იწყებს თავის გზას კრიპტობაზარზე, მე მას სხვისი ფულით ამის განხორციელებას არ ვურჩევდი. უმჯობესია გამოიყენოს თავისი გადადებული ფული. თუმცა, თუ არ იცით როგორ გააკეთოთ ინვესტიცია კრიპტოვალუტასა და ICO-ში, მაშინ უმჯობესია, ანდოთ ეს ფული გამოცდილ ინვესტორს. ის, გარკვეული პროცენტის სანაცვლოდ მართავს თქვენს ფულს.

ვფიქრობ, აქაც ფრთხილად უნდა იყოთ, ვინაიდან 70% იმ კომპანიებისა, რომლებიც გპირდებიან ფულის მართვას, უბრალოდ ქრებიან. თუმცა უკვე ბევრჯერ გადამოწმებული ორგანიზაციები, საკმაოდ კარგად იღებენ შემოსავალს საკუთარი თავისთვისაც და კლიენტისთვისაც.

“ესკალატორიდან მტკივნეულად ჩამოვარდნისას, უბრუნდები ჩვეულებრივ, დროით გამოცდილ კიბეს”

კრიპტობიზნესში ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა ბიზნესში, ყველაზე რთული და მნიშვნელოვანია დარჩე შენი პრინციპების ერთგული. ხდება ისე, რომ ხელში გხვდება ძალიან მარტივი ფული და შენ თვითონ მიილტვი მისკენ. თუმცა შემდეგ ძალიან მალე იაზრებ, რომ ეს მარტივი ფული ძალიან სწრაფად გაქრება.

ეს სიტუაცია შეგვიძლია შევადაროთ გაფუჭებულ ესკალატორთან. შენ ადიხარ მაღლა ჩვეულებრივი კიბით და უცებ ხედავ ესკალატორს. გადადიხარ მასზე და აღმოაჩენ რომ ის გაფუჭებულია, მტკივნეულად ვარდები მანდედან. შემდეგ ისევ უბრუნდები ჩვეულებრივ კიბეს, თუმცა ესკალატორისკენ საერთოდ აღარც იყურები.

“ყველაზე ხშირად მისვამენ კითხვებს იმაზე, თუ როგორ უნდა მიიღონ შემოსავალი კრიპტოვალუტით სახლის ან მანქანის ყიდვისთვის”

იმისთვის, რომ ადამიანები არ “ვარდებოდნენ ესკალატორიდან”, ჩვენ Bitcoin Embassy Georgia, ვაწვდით მათ სწორ ინფორმაციას ბლოკჩეინსა და კრიპტოვალუტებზე. გარშემო უამრავი აფერისტია, ამიტომ ჩვენ ვაწვდით მათ მხოლოდ შემოწმებულ და გადამოწმებულ ინფორმაციას.

ადამიანების 90% დაინტერესებულია მაინინგით და ხშირად მეკითხებიან: “სად ირიცხება ფული?”. შემდეგ მოდის სხვა კითხვები, როგორიცაა: “ამ ფულით როგორ ვიყიდო მანქანა, ავეჯი და სახლი?”. ისინი უყურებენ მეზობლებს, რომლებიც უცებ გამდიდრდნენ კრიპტოვალუტებით და სსურთ, რომ მათ შემთხვევაშიც ასე იყოს. ჩვენ ვუხსნით, რომ ასე მარტივად ეს არ გამოვა. უფროსებისთვის ამის ახსნა ძალიან რთულია, რადგან ისინი ნაღდ ფულს არიან შეჩვეულები. თუმცა ჩვენ ასეთ ადამიანებსაც ვუხსნით, რომ არსებობს სპეციალური ბირჟები და ხალხიც ნელ-ნელა ეჩვევა.

მაინინგის შესახებ კი ვხსნით, რომ ჩვენს ქვეყანაში დენი ძალიან იაფია. ხოლო გამოყოფილი სითბოს გამოყენება შესაძლებელია სათბურისთვის, ან და წყლის გასაცხელებლად. ადამიანები ხედავენ, რომ ეს მომგებიანია და ეკოლოგიაზეც დადებითად მუშაობს.

ჩვენ ვატარებთ უამრავ სემინარს ბლოკჩეინის შესახებ, ახლა Blockchain Association Georgia-სთან საერთო ძალისხმევით რაოდენობრივად ვიზრდებით. ვხედავთ ევროპული და აზიური ბლოკჩეინ-საზოგადობების ინტერესს: უფრო და უფრო მეტი ადამიანი ჩამოდის ამისთვის საქართველოში.

“დღეში 4-5 საათი მძინავს და ვმედიტირებ - აქედან მოდის ჩემი ენერგია”

გაგიზიარებთ ჩემი სამი წლის გეგმას: დავაფუძნე საერთაშორისო ჰოლდინგი, რომელიც საერთაშორისო დონეზე ინვესტიციებით იქნება დაკავებული. ასევე ჩვენ ჩავერთვებით ისეთ პროექტებში, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნების ერთობლივ მუშაობას საჭიროებენ. სხვაგვარად, ამ კომპანიის ბაზაზე რთული პრობლემების გადასაჭრელად გავაერთიანებთ აზიურ და ევროპულ ბლოკჩეინ-საზოგადობებს.

იმისთვის, რომ მქონდეს ენერგია, მე ვმედიტირებ და ასევე დღეში 4-5 საათი მძინავს. ამიტომ ენერგია ყოველთვის მაქვს. არ მახსოვს ბოლო ორ წელიწადში როდის ვთქვი ისეთი რამ როგორიცაა მაგალითად, “დავიღალე”, “მეზარება”, “არ შემიძლია”, “არ მინდა”. ეს ყველაფერი ცხოვრებაში ძალიან მეხმარება.


20 ივნისს ალექსი სუდაძე მიიღებს მონაწილეობას Blockchain & Bitcoin Conference Georgia-ს ორ პანელურ დისკუსიაში.

 

დარეგისტრირდით , რათა ცნობილი კრიპტოინვესტორის აზრი შეიტყოთ!

კონტაქტები

Artur Anopolsky

პროექტის ხელმძღვანელი

+995-706-777-038 (დამატ.. 147) a.anopolsky

Yanina Volovyk

კონფერენციის კოორდინატორი

+995-706-777-038 (დამატ.. 164) y.volovyk

Aleksandra Yanko

ექსპონენტებისა და სპონსორებისათვის

+995-706-777-038 (დამატ.. 104) alexaya270

Tatyana Chirva

ექსპონენტებისა და სპონსორებისათვის

+995-706-777-038 (დამატ.. 105) t.chirva
ზევით