ბილეთის შეძენა
Blockchain & Bitcoin Conference Georgia
20
ივნისი2018

კრიპტობიზნესი საქართველოში: კომპანია ერთ საათში დაბეგვრის გარეშე.

კრიპტობიზნესი საქართველოში: კომპანია ერთ საათში დაბეგვრის გარეშე.

კრიპტო-ვალუტის ინდუსტრია რეგულირდება სხვადასხვა იურისდიქციებში სხვადასხვაგვარად: ვიღაც კრძალავს ციფრულ აქტივებს, ვიღაც ახორციელებს მკაცრ რეგულაციას, ვიგაც კი ყოველგვარად მხარს უჭერს კრიპტობიზნესს. გავარჩიოთ ამერიკის შეერთებული შტატების, გერმანიის და საქართველოს მაგალითზე, ვისი მიდგომა უფრო ხელსაყრელია მეწარმეთათვის.

კრიპტო-ვალუტის რეგულირება მსოფლიოში

აშშ. ჯერ კიდევ 2013 წელს, აშშ-ს სახაზინომ აღიარა ბიტკოინის სტატუსი როგორც "ვირტუალური ვალუტა". ომავე წელს ტეხასის სასამართლოში მოხდა პრეცედენტი, რომლის ფარგლებში მოსამართლემ აღიარა კრიპტოვალუტა როგორც ფულის სახეობა. ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედი ინგლისური კანონმდებლობის ნორმების შესაბამისად, მსგავსი განცხადება, არსობრივად, აღიარებულია კანონად. თუმცა, ამერიკის შეერთებულ შტატებში კრიპტოვალუტის მარეგულირებელი კანონები ჯერ კიდევ არ არსებობს.

კანონების არარსებობა ხელს არ უშლის ფასიანი ქაღალდების და ბირჟების კომისიას შეამოწმოს ICO-პროექტები თაღლითობის შესახებ კანონის ან ფულის გათეთრებასთან ბრძოლის შესახებ კანონის შესაბამისობაზე. საგადასახადო სამსახურებმა წარმატებით განიხილავს კრიპტო-ვალუტას ქონების სახით. შესაბამისად, სავალდებულოა მათი შეტანა როგორც იურიდიული, ისევე ფიზიკური პორების საგადასახადო დეკლარაციებში.

გერმანია. იმავე 2013 წელს, გერმანიამ ფაქტიურად მოახდინა ბიტკოინის ლეგალიზაცია, მიანიჭა მას "ციფრული ვალუტის" სტატუსი, თუმცა არ აღიარა ბიტკოინი ელექტრონულ ფულად ან უცხოურ ვალუტად.

გერმანიის ხელისუფლების თანამედროვე ინტერპრეტაციაში, კრიპტო-ვალუტამ მიიღო "ფინანსური ინსტრუმენტის" და "ფინანსური აღრიცხვის ერთეულების" სახე. კონკრეტული კანონები კრიპტოვალუტის შესახებ გერმანიაში არ არსებობს. სამაგიეროდ მათ მიმართ მოქმედებს საგადასახადო კანონმდებლობა. საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, კრიპტოვალუტა - ეს არის შემოსავალი, ამიტომ, ოპერაციების შედეგად მიღებული შემოსავალი უნდა იქნეს დაბეგრილი საშემოსავლო გადასახადით.

რაც შეეხება ICO, გერმანიაში ყველა, კრიპტო -სავალუტო ოპერაციებთან დაკავშირებული ორგანიზაცია, გათანაბრებულია ფინანსურ კომპანიებთან. შესაბამისად, ისინი ვალდებულნი არიან გაიარონ ლიცენზირება, ფლობდნენ საწესდებო კაპიტალს და ანგარიში ჩააბარონ გერმანიის ფედერალური ფინანსური ზედამხედველობის ორგანოების წინაშე.

კრიპტობიზნესი საქართველოში

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ საკუთარი ბიზნესი ერთ საათში. ქვეყანაში არ არსებობს კრიპტო-ვალუტების და ტოკენების რეგულირება. გარდა ამისა, საქართველოს ხელისუფლება ყველანაირ დახმარებას უწევს არა მარტო კრიპტოვალუტის ბიზნეს, არამედ ზოგადად ნებისმიერ ბიზნესს.

ამგვარად, კანონის "მეწარმეთა შესახებ", შესაბამისად, უცხოელ მოქალაქეებს აქვთ საკუთარი ბიზნესის გახსნის უფლება საქართველოს მოქალაქეებთან თანაბარი პირობებით. ორივე მათგანს არეგისტრირებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. ამავდროულად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს უნდა ჰქონდეს რეგისტრაცია საქართველოს ტერიტორიაზე - ისინი ვალდებულნი არიან ან შეიძინონ, ან იქირაონ უძრავი ქონება.

უფრო მეტიც, როგორც სახელმწიფო, ისევე საგადასახადო რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია, როგორც იტყვიან, ერთ ფანჯარაში. ამ შემთხვევაში არ მოითხოვება საწესდებო კაპიტალის არსებობა. უფრო მეტიც, მეწარმე არ არის ვალდებული ჩაუბაროს სახელმწიფოს ანგარიში კაპიტალის შესახებ (გარდა ბანკებისა).

აღნიშნული პრინციპით ბიზნესის გახსნისთვის დაგჭირდებათ არაუმეტეს ერთი საათისა. უნდა მიხვიდეთ იუსტიციის სახლში, შეავსოთ საჭირო და აუცილებელი დოკუმენტები და გადაიხადოს ბაჟი. რეგისტრაციის ღირებულება ქაღალდების სასწრაფო დამუშავებისათვის შეადგენს დაახლოებით $21 .

უფრო ხშირად ბიზნესის წარმოებისთვის იქმნება შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება - ეს არის მეწარმეებისთვის ყველაზე მოხერხებული ვარიანტი. ამ შემთხვევაში დამფუძნებლები, ინვესტორების წინაშე პასუხისმგებელნი არიან მხოლოდ იმ საკუთრებით რომელიც ეკუთვნის შპს-ს.

BBC Georgia: კრიპტობიზნესი საქართველოში: კომპანია ერთ საათში დაბეგვრის გარეშე. 1

გადასახადები? არ გვსმენია. საქართველოში დღგ-ს განაკვეთი - 18%, მოგების გადასახადი - 15%, საშემოსავლო გადასახადი - 20%. მაგრამ იურიდიულ პირებს შეუძლიათ ისარგებლონ შეღავათიანი საგადასახადო დაბეგვრის რეჟიმით. ასე რომ, თუ თქვენ შექმენით საერთაშორისო საფინანსო კომპანია (მაგალითად, ატარებთ ICO), მაშინ თქვენ თავისუფლდებით მოგების გადასახადისგან და ფასიანი ქაღალდების საშემოსავლო გადასახადისგან. დივიდენდის გადასახადი შეადგენს მხოლოდ 5%. ამასთანავე, არავითარი სალიცენზიო პროცედურების გავლა არ არის საჭირო. საქართველოში არ არსებობს ცალკე გადასახადი კრიპტო-ვალუტებზე ან ტოკენებზე.

ინდივიდუალურ მეწარმეებს აგრეთვე შეუძლიათ საგადასახადო შეღავათებით სარგებლობა. იმ შემთხვევაში, თუ წლიური შემოსავალი არ აღემატება $12 ათას, ინდივიდუალურ მეწარმეს აქვს უფლება საერთოდ არ გადაიხადოს გადასახადები. თუ მეწარმეს შემოსავალი შეადგენს $12 ათასიდან $42 ათასამდე წელიწადში, მას მოუწევს შემოსავლის მხოლოდ 5% გადახდა.

შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმების გარდა, საქართველოში მოქმედებს ბიზნესის მხარდაჭერის როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო პროგრამებიც. მაგალითად, ბოლო სამი წლის განმავლობაში, ბიზნეს-პროექტების, რომელთა საერთო ღირებულება 12 მლნ დოლარზე ოდნავ მეტია, თანადაფინანსების თანხამ შეადგინა 9.5 მილიონი დოლარი.

სად შეგიძლიათ მიიღოთ დაწვრილებითი ინფორმაცია საქართველოში კრიპტობიზნეს შესახებ?

კრიპტობიზნესის შექმნის თავისებურობა, ICO- ს ამოქმედება და კრიპტო-ვალუტის გადახდების გამოყენება მეწარმეობაში - ეს საინტერესო საკითხები განიხილება Blockchain & Bitcoin Conference Georgia.

სპიკერების სახით გამოვლენ საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები და კომპანიების პირველი პირები, რომლებიც, ფაქტობრივად, გახდნენ ქვეყანაში ბლოკჩეინ -ინდუსტრიის დამფუძნებლები. ესენია Association Blockchain Georgia, Bitcoin Embassy Georgia და Blockchain Systems Institute.


შეიტყვეთ უფრო მეტი ღონისძიების პროგრამის შესახებ.

დარეგისტრირდით Blockchain & Bitcoin Conference Georgia-ზე და გაიგეთ, როგორ დაიწყოთ საკუთარი კრიპტო-ბიზნესი საქართველოში.

კონტაქტები

Artur Anopolsky

პროექტის ხელმძღვანელი

+995-706-777-038 (დამატ.. 147) a.anopolsky

Yanina Volovyk

კონფერენციის კოორდინატორი

+995-706-777-038 (დამატ.. 164) y.volovyk

Aleksandra Yanko

ექსპონენტებისა და სპონსორებისათვის

+995-706-777-038 (დამატ.. 104) alexaya270

Tatyana Chirva

ექსპონენტებისა და სპონსორებისათვის

+995-706-777-038 (დამატ.. 105) t.chirva

Serhii Dmytrenko

ექსპონენტებისა და სპონსორებისათვის

+995-706-777-038 (დამატ.. 108) s.dmitrenko_1

Guga Sopromadze

სტუმრებისთვის

+995-706-777-038 live:5a90b29bfc1cceb9
ზევით