ბილეთის შეძენა
Blockchain & Bitcoin Conference Georgia

საქართველოს კრიპტოსაზოგადოების ლიდერები მხარს უჭერენ Blockchain & Bitcoin Conference Georgia-ს

საქართველოს კრიპტოსაზოგადოების ლიდერები მხარს უჭერენ Blockchain & Bitcoin Conference Georgia-ს

ღონისძიება Blockchain & Bitcoin Conference Georgia პირველად გაიმართება საქართველოს დედაქალაქში, თუმცა მან უკვე მიიღო აღიარება ბლოკჩეინ-საზოგადოების ლიდერების მხრიდან. კონფერენციის ორგანიზატორის, საერთაშორისო ივენთ-კომპანიის, Smile-Expo-ს პარტნიორები იქნებიან: Association Blockchain Georgia, Bitcoin Embassy Georgia, Blockchain Systems Institute. ეს არასამთავრობო ორგანიზაციები არიან ბლოკჩეინისა და კრიპტოვალუტების უდიდესი პოპულარიზატორები საქართველოში.

Association Blockchain Georgia

Association Blockchain Georgia – არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომლის მთავარ მიზანსაც წარმოადგენს ქართული ბლოკჩეინ-საზოგადოების გაერთიანება. კომპანია მუშაობს სხვადასხვა მიმართულებებით: ბლოკჩეინ ტექნოლოგიის ცნობადობის ზრდა საზოგადოებაში, ტექნოლოგიის დანერგვაში მონაწილეობა, საქართველოს წარმოდგენა სხვადასხვა საერთაშორისო ბლოკჩეინ-პროექტში.

ასოციაცია დეცენტრალიზებული ტექნოლოგიების განხრით ატარებს ტრენინგებს, სემინარებს, მასტერ-კლასებსა და კონფერენციებს. მისი გუნდის წევრები მუდმივად ხვდებიან საერთაშორისო ექსპერტებს.

Association Blockchain Georgia თანამშრომობს მთავრობასთან სახელმწიფო მმართველობაში ბლოკჩეინ ტექნოლოგიის დანერგვის განხრით და ასევე მეწარმეებთან, რომლებსაც უნდათ ტექნოლოგიის გამოყენება ბიზნესში; უწევს ტექნიკურ კონსულტაციას კომპანიებს, რომლებიც იწყებენ მუშაობას ტრეიდინგისა და მაინინგის ინდუსტრიაში.

ასოციაცია მუდმივ ინტერაქციაშია საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომლებიც მუშაობენ კრიპტოვალუტებისა და ბლოკჩეინის სფეროში, რათა მუდმივად ხდებოდეს ძალისხმევის კონსოლიდაცია და გამოცდილების ურთიერთგაცვლა.

Blockchain Embassy Georgia

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Bitcoin Embassy Georgia შედის საერთაშორიო ქსელში, Bitcoin Embassy-ში, რომლის წარმომადგენლობებიც მდებარეობს მსოფლიოს სსხვადასხვა ქალაქებში როგორებიცაა: მონრეალი, ნიუ-იორკი, ატლანტა, ვარშავა, ჰელსინკი, ამსტერდამი და სხვა. საქართველოს წარმომადგენლობა კი მათი ინტერნაციონალური საზოგადოების სრულუფლებიანი წევრია. ამ ორგანიზაციის მიზანია კრიპტოვალუტებისა და ბკოლჩეინის პოპულარიზაცია; ასევე დაკავებულები არიან ტექნოლოგიების განვითარებით.

ამ ორგანიზაციის მუშაობის სფეროში ასევე შედის დამწყები ენთუზიასტების კონსულტაცია მაინინგისა და ბლოკჩეინის საკითხებზე; სახელმწიფოსთან თანაშრობლობა მმართველობაში ამ ტექნოლოგიების დანერგვის საკითხებზე; ივენთების ორგანიზაცია.

ISM – Blockchain Systems Institute

ინტერდისციპლინირებული ანალიტიკური ცენტრია, რომელიც დეცენტრალიზებულ ტექნოლოგიებს შეისწავლის. მისი სპეციალისტები არიან დაკავებულები კონსალტინგით და სხვადასხვა ბიზნესებში ბლოკჩეინის დანერგვაში დახმარებით. ISM-ის პარტნიორები არიან როგორც ბიზნესმენები, ასევე სახელმიწფო მმართველობის ორგანოები. ორგანიზაცია ატარებს ბლოკჩეინთან დაკავშირებულ სხვადსხვა ტიპის საგანმანათლებლო პროექტს.


გაიცანით ქართული ბლოკჩეინ-ორგანიზაციების დამფუძნებლები Blockchain & Bitcoin Conference Georgia-ზე!

რეგისტრაცია!

კონტაქტები

Artur Anopolsky

პროექტის ხელმძღვანელი

+995-706-777-038 (დამატ.. 147) a.anopolsky

Yanina Volovyk

კონფერენციის კოორდინატორი

+995-706-777-038 (დამატ.. 164) y.volovyk

Aleksandra Yanko

ექსპონენტებისა და სპონსორებისათვის

+995-706-777-038 (დამატ.. 104) alexaya270

Tatyana Chirva

ექსპონენტებისა და სპონსორებისათვის

+995-706-777-038 (დამატ.. 105) t.chirva
ზევით