ბილეთის შეძენა
Blockchain & Bitcoin Conference Georgia

მაინინგი საქართველოში. რისი წარმოება მომგებიანია 2018 წელს

მაინინგი საქართველოში. რისი წარმოება მომგებიანია 2018 წელს

საგანმანათლებლო გამომცემლობის Tokens 24 მონაცემებით, კრიპტო-ვალუტის მაინინგის სფეროში საქართველო მსოფლიოში ყველაზე მომგებიანი რეგიონი გახდა ჩინეთის შემდეგ. მაგრამ მაინინგისთვის საკუთარი ფერმის შესაგროვებლად, საჭიროა იცოდეთ, სად და რაზე უნდა განახორციელოთ მაინინგი, როგორი კრიპტოვალუტის მოპოვება უფრო მომგებიანია, როგორია ელექტროენერგიის საფასური და რა თანხა ჯდება ეს ყველაფერი. გავერკვიოთ, რა არის საჭირო იმისათვის, რომ წარმატებული მაინერი გახდეთ საქართველოში.

კრიპტო-ველი და იაფი ელექტროენერგია

მაინერების ყველაზე დიდი რაოდენობა ალაზნის ველზეა თავმოკრილი. იქ ელექტროენერგიის ყველაზე დაბალი ტარიფებია ქვეყანაში, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო ისედაც იყენებს იაფ ჰიდროენერგეტიკას. მაგალითად, ქვეყანაში ელექტროენერგიის საშუალო ფასი 21,31906 თეთრს შეადგენს 1 კვტ/.სთ-ზე, რაც დაახლოებით $ 0.1 კვტ/სთ. შედარებისთვის, გერმანიაში ელექტროენერგიის ტარიფები სამჯერ უფრო მეტია - 0.36 დოლარი 1 კვტ / სთ-ზე.

საქართველოს ბევრი მაცხოვრებლისათვის, კრიპტო-ვალუტის მოპოვება არის დამატებითი შემოსავლის ერთ-ერთი სახეობა. მაგალითად, მაინერი თელავიდან ბეჟანი ბუჟაიძემ მისცა ინტერვიუ, სადაც მოგვითხრობს, რომ ჯერ კიდევ გასული წლიდან ის ახორციელებს Bitcoin და Zcash მოპოვებას. ეს ინტერვიუ სწრაფად გავრცელდა რუსულენოვან ინტერნეტსივრცეში. მისი, სამი ვიდეობარათისგან შემდგარი ფერმის მეშვეობით, მან მოიპოვა დაახლოებით $ 800 თვეში, იმ დროს, როდესაც ელექტროენერგიის ხარჯები შეადგენს დაახლოებით $ 80. ამდენად, მისი ფერმის აშენების ხარჯები, რომლებიც შეადგინა $ 3000, რამდენიმე თვეში ანაზღაურდა.

ზოგადად, მაინინგის განხორციელება შესაძლებელია საკუთარ სახლშიც, როგორც ამას ბუჟაიძე აკეთებს, მაგრამ თუ დიდ ბიზნესეა საუბარი, საკუთარი პერმისთვის თქვენ დაგჭირდებათ ცალკე შენობა.

შენობა მაინინგისთვის: მოთხოვნები და თავისებურებები

სამაინინგო აღჭურვილობის ეფექტური ფუნქციონირებისთვის, შენობა უნდა იყოს მაქსიმალურად სუფთა და მტვერის გარეშე, რადგან დაბინძურება იწვევს გამაგრილებელი კულერების მწყობრიდან გამოყვანას, რითაც უარესდება პროცესორების მწარმოებლურობა. მაინერების საერთო აზრით, ამ მიზნებისთვის საუკეთესოდ გამოადგება შენობა სპეციალური დასხმული იატაკით და სენდვიჩის პანელებისგან დამზადებული კედლებით.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი - კარგი ვენტილაცია და ერთ და იმავე დონეზე ტემპერატურის მუდმივი შენარჩუნება. ტემპერატურის მერყეობის გამო, ტენიანობა შეიძლება დაგროვდეს ჩიპებზე, რაც მწყობრიდან გამოყავს აღჭურვილობას.

ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ ფაქტს, რომ სითბოს წარმოქმნის გარდა, აღჭურვილობა გამოსცემს ხმაურს, რაც სავარაუდოდ, ნაკლებად მოეწონება მეზობლებს. აქედან გამომდინარე, ყველაზე ხშირად მაინინგისთვის ირჩევენ სარდაფის ან ცოკოლის შენობებს (იქ უფრო სიგრილია), ასევე სამრეწველო შენობებს (მათ აქვთ ხმაურის იზოლაცია).

მაგალითად, თბილისში, შეგიძლიათ 155 კვ. მ სამრეწველო შენობის იჯარით აღება თვეში 1500 ლარად (დაახლოებით $ 615). თუმცა, ეს არის მოუმზადებელი შენობა, რომელშიც აუცილებელია რემონტის ჩატარება, კონდიციონერების დამონტაჟება და მაინინგისთვის განკუთვნილ შენობაში სავენტილაციო მოწყობილობების დამონტაჟება.

აგრეთვე თბილისში მაინინგისთვის შეგიძლიათ იჯარით აიღოთ 70 კვ. მეტრის შენობა კონდიციონერით, დამონტაჟებული გენერატორით და ინტერნეტით. მისი ღირებულება 3590 ლარს შეადგენს, ანუ დაახლოებით 1500 დოლარს. იჯარის შედარებით მაღალი ღირებულების მიუხედავად, შენობაში თითქმის ყველა აუცილებელი პირობებია შექმნილი კრიპტო-ვალუტის მოსაპოვებლად.

უფრო მარტივი ვარიანტი - 42 კვ. მეტრის ნახევრად სარდაფიანი შენობა 1005 ლარად ($ 411). მაგრამ დასაწყისისთვის, თქვენ უნდა შეამოწმოთ, გამოიწვევს თუ არა ფერმა შენობის ელექტროქსელების გადამეტძაბვას და საკმარისად გაგრილდება შენობა თუ არა.

მაინინგის აღჭურვილობა: ვიდეობარათები თუ ASIC

მას შემდეგ რაც თქვენ შეარჩიეთ შენობა მიანინგისთვის, უნდა ჩამოყალიბდეთ, თუ რაზე მოიპოვებთ კრიპტოვალუტას: ვიდეობარატებზე თუ ASIC.

ამისათვის უნდა მიაქციოთ ყურადღება მაინერების მიერ მოტანილ ანაზღაურებადობაზე და მოგებაზე. ეს უკანასკნელი დამოკიდებულია ენერგიის მოხმარებაზე და ალგორითმზე, რომელზეც იქნება გამოთვლილი ბლოკები, ანუ კრიპტოვალუტაზე, რომლის მოპოვებას თქვენ აპირებთ.

ვიდეობარათებსა და ASIC შორის ძირითადი სხვაობა იმაშია რომ, ვიდეობარათების მეშვეობით გამოთვლა ხორციელდება ნებისმიერი ალგორითმით, ანუ ნებისმიერი კრიპტოვალუტის მოპოვება არის შესაძლებელი. მაგრამ ახლა გრაფიკულ პროცესორებს (GPU) უკვე არ იყენებენ BTC მოპოვებისთვის, მაინერების ძალიან დიდი რაოდენობის და აღჭურვილობის დაბალი ჰეშრეიტის, ანუ ბლოკების მოპოვების სიჩქარის, გამო.

ვიდეობარათებიდან განსხვავებით, ASIC- სპეციალიზებული ინტეგრალური სქემა, რომელიც ბლოკების გამოანგარიშებას ახდენს მხოლოდ განსაზღვრული ალგორითმით, ამიტომ გამოადგება მხოლოდ ცალკეული კრიპტოვალუტის მოსაპოვებლად. აი ეს თვისება ხდის ASIC უფრო ეფექტურს BTC მოპოვებისას, რადგან დრო, რომელიც სჭირდება მათემატიკური ამოცანის გამოსაყვანად, მცირდება, და ტრანზაქციის სიჩქარე იზრდება.

შედარებისთვის, ჩვენ გამოვთვალეთ, თუ რამდენ მოგებას მოიტანს ვიდეობარათები და მიკროსქემები, გაანგარიშების ალგორითმიდან გამომდინარე. კრიპტოვალუტის მოპოვების მოგება არის დაახლოებითი: ის არ ითვალისწინებს კრიპტო-ვალუტის ფასების ცვლილებას და რამდენი ჯდება შენობის დაქირავება. გათვლები გამოყენებულ იქნა მაინინგის კალკულატორი https: /whattomine.com/

ელექტროენერგია და სტაბილური ინტერნეტი-მაინინგის მთავარი რესურსები

მას შემდეგ, რაც თქვენ აირჩიეთ ბლოკჩეინი და მისთვის საჭირო აღჭურვილობა, სავალდებულოა იზრუნოთ მაინინგის აუცილებელ კომპონენტზე- უწყვეტ ინტერნეტზე და ელექტროენერგიაზე.

ენერგორესურსების თვალსაზრისით, საქართველო არის ყველაზე შესაფერისი ქვეყანა კრიპტო-ვალუტის მაინინგისთვის, ვინაიდან ჰიდროენერგეტიკა აქ ძალიან იაფია. ელექტროენერგიაზე ყველაზე დაბალი ფასებია პროვინციებში და თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში. ზოგიერთ მაღალმთიან რეგიონებში ელექტროენერგიას საფასურს საერთოდ არ იხდიან. შეგახსენებთ, რომ საქართველოში ელექტროენერგიის საშუალო ფასი შეადგენს 21,31,906 თეთრს 1 კვტ / სთ., რაც დაახლოებით $ 0.1 1კვტ/სთ.

გამოვთვალოთ, რამდენი ენერგია დაჭირდება ფერმის შენარჩუნებას, რომელიც შედგება 20 ვიდეობარათისაგან Nvidia GeForce GTX 1070. ერთი ასეთი გრაფიკული პროცესორი დღეში მოიხმარს 12 კვტ, რაც ეღირება $1,2. 20 ვიდეობარათი, შეუფერხებელი მუშაობის დროს, მოიხმარს ელექტროენერგიას $24 დღეში. თუმცა ეს ციფრები ნაჩვენებია სუბსიდიების გათვალისწინების გარეშე, ელექტროენერგიის ყველაზე მაღალი ტარიფის მიხედვით დღგ-ს ჩათვლით.

რაც შეეხება ინტერნეტს, საქართველოს აქვს მაღალსიჩქარიანი საკაბელო ინტერნეტი და მობილური 3G ქსელი. 1 მეგაბიტის სიჩქარე საკმარისია 40 ვიდეობარათისგან შემდგარი ფერმისთვის. დღე-ღამეში 4 ვიდეობარათი მოიხმარს დაახლოებით ტრაფიკის 100 მეგაბაიტს. მნიშვნელოვანი პირობები - კარგი სიგნალი და როუტერი, ამიტომ ოპერატორის არჩევისას, უნდა გაითვალისწინოთ ინტერნეტის ქსელის შესაძლებლობებს.

საქართველოში მაინინგის უპირატესობებზე პირველმა ყურადღება გაამახვილა ცნობილმა ბლოკჩეინ-კომპანიამ BitFury. სპეციალისტებმა უკვე ააშენეს ორი დატა - ცენტრი თბილისსა და გორში, ამ დროს მიიღეს მთავრობიდან მნიშვნელოვანი შეღავათები და სუბსიდიები.

იაფი ელექტროენერგიის და კრიპტოვალუტის ოპერაციებზე გადასახადების არარსებობის წყალობით, საქართველო გახდა მაინერებისთვის ციფრული ოქროს მოპოვების ახალი მექა.


კრიპტოვალუტის მოპოვების პირობებისა და აღჭურვილობის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მისაღებად, და პროფესიული მაინერებთან სასაუბროთ, დარეგისტრირდით Blockchain & Bitcoin Conference Georgia.

კონტაქტები

Artur Anopolsky

პროექტის ხელმძღვანელი

+995-706-777-038 (დამატ.. 147) a.anopolsky

Yanina Volovyk

კონფერენციის კოორდინატორი

+995-706-777-038 (დამატ.. 164) y.volovyk

Tatyana Chirva

ექსპონენტებისა და სპონსორებისათვის

+995-706-777-038 (დამატ.. 105) t.chirva
ზევით