ბილეთის შეძენა
Blockchain & Bitcoin Conference Georgia
20
ივნისი2018

რეესტრიდან e-Residency-მდე: რომელ ქვეყნები ახორციელებენ ბლოკჩეინის დანერგვას სახელმწიფო მართვაში

რეესტრიდან e-Residency-მდე: რომელ ქვეყნები ახორციელებენ ბლოკჩეინის დანერგვას სახელმწიფო მართვაში

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობას არ შეუყვანია კრიპტო-ვალუტა სამართლებრივ სფეროში, ბლოკჩეინის ტექნოლოგია აქტიურად გამოიყენება სახელმწიფო სექტორში. ესტონეთში ბლოკჩეინი გამოიყენება სახელმწიფო რეესტრებში, ბელარუსმა მიიღო ცნობილი №8 დეკრეტი, უკრაინამ შექმნა სახელმწიფო ბლოკჩეინ – აუქციონი და საქართველო კი გეგმავს მიწის კადასტრში განაწილებული რეესტრის ტექნოლოგიების შემოღებას. გავერკვიოთ, თუ რა სხვა ბლოკჩეინის გამოყენების მაგალითები არსებობს სახელმწიფო სექტორში გამოსაყენებლად და ვის შეუძლია უფრო მეტი ინფორმაციის მიწოდება, ვიდრე მოიპოვება ინტერნეტში.

ბლოკჩეინი ესტონეთში და e-Residency

ელექტრონული რეესტრების საკითხს რაც შეეხება, მაშინვე ჩნდება მონაცემთა საიმედო შენახვის კითხვა და მათი უსაფრთხოების გარანტიები. ამ გამოწვევას ესტონეთმა წარმატებით გაართვა თავი ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენებით თავისი რეესტრების მონაცემების დასაცავად, აგრეთვე პიროვნების საიდენტიფიკაციოდ ელექტრონული ID - ბარათების მიღების მიზნით.

გარდა ამისა, ქვეყანაში მოქმედებს ვირტუალური რეზიდენტურის პროგრამა e-Residency, რომელიც საშუალებას აძლევს უცხოელ მოქალაქეებს გამოიყენონ ფინანსური მომსახურება ქვეყანაში. ამგვარად ქვეყნის ხელისუფლება მხარს უჭერს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას.

ბელარუსი და დეკრეტი № 8

რაც შეეხება დსთ-ს ქვეყნებს, ბელარუსში უკვე ლეგალიზირებულია გადაწყვეტილებები, რომლებიც შეიძლება ბლოკჩენის ტექნოლოგიებზე იყვნენ დამყარებული. მთავრობამ მოიწონა კრიპტო-ვალუტის ბაზრის განვითარება და გაათავისუფლა მაინერები გადასახადებისაგან, ასევე დაადგინა ტოკენებზე საკუთრების უფლება და მათი მემკვიდრეობით გადაცემა.

გარდა ამისა, ბელარუსის ფინანსთა სამინისტრომ განსაზღვრა ტოკენების საბუღალტრო აღრიცხვის სტანდარტები, და საგადასახადო რეზიდენტობით ქვეყანაში დაინტერესებულნი არიან ბიტკოინ-მილიონერები.

მაინინგი და კრიპტოვალუტები სომხეთში

კრიპტო-ვალუტების ლეგალიზაციაზე სომხეთშიც ფიქრობდნენ. 2018 წლის დასაწყისში, ეკონომიკური განვითარების და ინვესტიციების სამინისტრომ ხელოვნური ინტელექტის და მანქანური სწავლების საკითხებთან დაკავშირებული მაბლოკჩეინ-პროექტებისა და ტექნოლოგიების განსავითარებლად, ქვეყნის შიგნით თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნის გეგმების ანონსირება მოახდინა.

ხელისუფლება ასევე ამზადებს კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც მაინინგი სამართლებრივ ველში იქნება მოქცეული. ამავდროულად, მაინერებისთვის გათვალისწინებულია ნულოვანი საგადასახადო განაკვეთი მინიმუმ 5 წლის განმავლობაში – 2023 წლამდე.

რეესტრიდან e-Residency-მდე: რომელ ქვეყნები ახორციელებენ ბლოკჩეინის დანერგვას სახელმწიფო მართვაში 1

ბლოკჩენი უკრაინაში

უკრაინაში, კრიპტო-ვალუტა არ არის ოფიციალურად აღიარებული გადახდის საშუალებად, მაგრამ ბლოკჩეინის ტექნოლოგია აქტიურად გამოიყენება სახელმწიფო სექტორში. ამრიგად, ქვეყანაში არსებული დაყადაღებული ქონების გაყიდვის CETAM- ის მარკეტპლეისი გადაყვანილია ბლოკჩეინზე. მას შეეცვალა დასახელება და ამჟამად ის არის წოდებული OpenMarket. ეს მსოფლიოში პირველი ბლოკ-აუქციონი, სადაც მიმდინარეობს სხვადასხვა ქონებით ვაჭრობა: უძრავი ქონებიდან დაწყებული მოდის საქონლით დამთავრებული.

ბლოკჩეინის კურსი საქართველოში

გასულ წელს საქართველომაც სახელმწიფო სექტორში ბლოკჩენის დანერგვის გეზი აიღო. ხელისუფლება გეგმავს მიწის კადასტრის ამ ტექნოლოგიაზე გადაყვანას, რაც ონლაინ რეჟიმში მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების უსაფრთხო გადაცემის საშუალებას იძლევა და გამორიცხავს კორუფციის ნებისმიერ რისკებს.

ოფიციალურად ხელისუფლებამ არ მიიღო კრიპტო – აქტივების იურიდიული რეგულირების კანონი, მაგრამ ყოველმხრივ ხელს უწყობს საქართველოში კრიპტობიზნესის განვითარებას. მაგალითად, ქვეყანაში შეგიძლიათ მხოლოდ ერთი საათის განმავლობაში შექმნათ იურიდიული პირი. თანაც, ამის გაკეთება შეუძლია როგორც ქვეყნის მოქალაქეებმა, ასევე უცხოელებმა.

სად არის შესაძლებელი ინფორმაციის მიღება ბლოკჩენის სახელმწიფო სექტორში გამოყენების შესახებ

სახელმწიფო ადმინისტრირების სფეროში განაწილებული მონაცემების ტექნოლოგიების დანერგვა გახდება ექსპერტების განხილვის საგანი ცალკე პანელური დისკუსიის ფარგლებში Blockchain & Bitcoin Conference Georgia თბილისში. პანელური დისკუსიის თემაა – "ბლოკჩეინი და GovTech: საერთაშორისო გამოცდილება". Innovative System Management დამფუძნებელი დავით კიზირია და სხვა კრიპტოექსპერტები მოგვითხრობენ სხვადასხვა ქვეყნებში ბლოკჩეინ – ტექნოლოგიების გამოყენების კეისების შესახებ და განიხილავენ GovTech- ს თანამედროვე ტრენდებს .


თვალყური ადევნეთ სიახლეებს Blockchain & Bitcoin Conference Georgia და უფრო მეტი შეიტყვეთ კრიპტოექსპერტების მიერ შეთავაზებული სხვა თემების შესახებ.

დარეგისტრირდით Blockchain & Bitcoin Conference Georgia ►►►

კონტაქტები

Artur Anopolsky

პროექტის ხელმძღვანელი

+995-706-777-038 (დამატ.. 147) a.anopolsky

Yanina Volovyk

კონფერენციის კოორდინატორი

+995-706-777-038 (დამატ.. 164) y.volovyk

Aleksandra Yanko

ექსპონენტებისა და სპონსორებისათვის

+995-706-777-038 (დამატ.. 104) alexaya270

Tatyana Chirva

ექსპონენტებისა და სპონსორებისათვის

+995-706-777-038 (დამატ.. 105) t.chirva

Serhii Dmytrenko

ექსპონენტებისა და სპონსორებისათვის

+995-706-777-038 (დამატ.. 108) s.dmitrenko_1

Guga Sopromadze

სტუმრებისთვის

+995-706-777-038 live:5a90b29bfc1cceb9
ზევით