ბილეთის შეძენა
Blockchain & Bitcoin Conference Georgia
20
ივნისი2018

2018 წლის. ყველაზე მომგებიანი ICO. რაში ჯობია სახსრების დაბანდება საქართველოში?

2018 წლის. ყველაზე მომგებიანი ICO. რაში ჯობია სახსრების დაბანდება საქართველოში?

ყოველ კვირას მსოფლიოში ათობით ICO იმართება, ზოგი მეანაბრეებსგან მილიონერი ხდება, სხვები - პირიქით, კოტრდებიან. იმისათვის, რომ გავიგოთ, რაში ჯობია სახსრების დაბანდება საქართველოში, ჩვენ უნდა გავერკვიოთ კრაუდსეილის სხვადასხვა სახეობაში და შევადგინოთ საუკეთესო ICO-პროექტების სია.

რა არის ICO?

Initial Coin Offering – მონეტების (ტოკენების) პირველადი განთავსება ანუ კრაუდსეილი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს არის რაღაც ინოვაციური გადაწყვეტილების ტოკენების ფიატებში ან კრიპტოვალუტაში გაყიდვა. შეგროვებული ფული გამოიყენება გუნდის მიერ თავისი იდეის საბოლოო პროდუქტში განსახორციელებლად, ხოლო ინვესტორი ტოკენებს იყენებს აღნიშნულ პროექტში ანგარიშსწორების განსახორციელებლად ან კრიპტო - ბირჟაზე ვაჭრობას ახდენს.

როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, ICO გამოყენებით შეგიძლიათ კარგი ფულის მიღება. წარმატებული კრაუდსეილის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითია Ethereum ტოკენები, რომელთა ფასი 2014 წელს იყო 1 ცენტზე ნაკლები, ახლა კი - $ 820.

რაშია ICO რისკები ?

არსობრივად ICO ძალის გავს IPO - საფონდო ბირჟაზე აქციების პირველადი განთავსება. ყველაზე ფუნდამენტური განსხვავება ის არის, რომ IPO რეგულირდება კანონმდებლობით და ტოკენების გაყიდვა - არა. ამიტომ, ასეთი პროექტების ინვესტორები ვერანაირ გარანტიებს ვერ ღებულობენ. ზუსთად ამით სარგებლობენ თაღლითები - Business Insider მონაცემების შესაბამისად, გასულ წელს ICO- ის 52% აღმოჩნდა სკამი.

ICO -ის რისკებისგან თავის დასაღწევად, საკმარისია დავიცვას შემდეგი წესები:

  • დავაბანდოთ სახსრები არა იდეაში, არამედ სამუშაო პროტოტიპში;
  • გადაამოწმოთ ორგანიზატორთა ავტორიტეტულობა და მათი რეპუტაცია;
  • ყურადღება მიაქციოთ white paper-ს გაფორმებას და ხარისხს;
  • შეძლებისდაგვარად მოახდინოთ კოდის ტესტირება;
  • შეამოწმოთ კომპანიის იურიდიული მისამართი და escrow-ანგარიშები.

2018 წლის. ყველაზე მომგებიანი ICO. რაში ჯობია სახსრების დაბანდება საქართველოში?

ICO უპირატესობები

ფასიანი ქაღალდების ბაზრისგან განსხვავებით, ინვესტიციებისგან შემოსავლის მისაღებად, არ არის აუცილებელი მრავალმილიონიანი კაპიტალი. პირველადი შენატანისთვის მცირე რაოდენობით ფული საკმარი იქნება. პროფესიონალური ინვესტორების აზრით, პროექტების საიმედოობის გულდასმით გადამოწმების შემდეგ, შესაძლებელია ათი ყველაზე მიმზიდველი შემოთავაზების არჩევა და ცოტ–ცოტაობით ფულის ჩადება. 10-დან, მინიმუმ ერთი მაინც მომგებიანი იქნება. ეს არის ის, რაც პრაქტიკაში ეწოდება საინვესტიციო პორტფელის დივერსიფიკაცია, არასანდო პროექტში ინვესტირების შემთხვევაში, ყველა ფულის დაკარგვის საწინააღმდეგო ერთგვარი დაზღვევა.

საუკეტესო bounty ICO

Bounty ICO - ეს არის ტოკენების უფასო დარიგება ინვესტირების გარეშე. ხშირად, კრიპტოვალუტის მისაღებად, საჭიროა გარკვეული მარკეტინგული სამუშაოს ჩატარება. მაგალითად, საიტზე დარეგისტრირება, პროექტების პაბლიკების გამოწერა, განათავსოთ რეპოსტოები სოციალურ ქსელებში. ერთი ასეთი კამპანიიდან მიღებული შემოსავალი შეიძლება შეადგინოს $ 5-დან $ 1000-მდე. ტოკენების დარიგებაში მონაწილეობის მისაღებად თქვენ უნდა იპოვოთ პროექტი Bounty company- თან, მიიღოთ მონაწილეობას BitcoinTalk- ის ფორუმში და დაარეგისტრიროთ თქვენი Ethereum- საფულე, რომელზეც ICO- ს დასრულების შემდეგ, დაირიცხება ტოკენები. ამის შემდეგ, შესაძლებელია მათი გაყიდვა კრიპტობირჟაზე.

მაგალითად, Coincome, -ის პროექტის, რომელიც სთავაზობს კრიპტო-ვალუტის ტრეიდინგს, სოციალურ ქსელებში რეკლამირებისთვის, შეგიძლიათ მიიღოთ 0.0020 ბიტკოინი კვირაში.

და თუ თქვენს მეგობრებს შორის ბევრი კრიპტო-ინვესტორია, მაშინ Essentia პროექტი, რომელიც სხვადასხვა ბლოკჩეინების სინქრონიზაციისათვის პროტოკოლს შეიმუშავებს, სთავაზობს თქვენი აბონენტთების მიერ შეტანილი ინვესტიციების 3% -ს, თუ ისინი გადავლენ რეფერალურ ბმულზე.

2018 წლის საუკეტესო ICO-პროექტების რეიტინგი

ამ წლის ერთერთი ყველაზე ცნობილი ICO იყო Telegram, მისი TON პროექტით. მაგრამ აღმოჩნდა, რომ გუნდმა შეაგროვა პრესეილზე 1.7 მილიარდი დოლარი და არ აპირებს ICO- დან შესვლას. თუმცა, უბრალო მოკვდავებმა ვერ შეძლეს პროექტის ინვესტორება, რადგან შესვლის მინიმალური წერტილი იყო $ 20 მილიონი.

თუ TON-ს გარდა, თქვენ კიდევ სხვა პროექტებზეც ფსონი დადევით, გთავაზობთ 2018 წლის ყველაზე პერსპექტიული ICO მოკლე მიმოხილვას.

  1. პროექტი MoneyToken. პლატფორმა გთავაზობთ სესხებს კრიპტოვალუტის დაგირავებით. დეველოპერების განცხადებით, ეს საშუალებას გაძლევთ ერთდროულად გამოიყენოთ სტაბილური ვალუტა და შეინარჩუნოთ თქვენი კრიპტო აქტივები. ახლა MoneyToken- ის ერთი მონეტა $ 0.005 ღირს.
  2. European Crypto Bank – ინგლისური და ფრანგული საფინანსო ექსპერტების კოლაბორაცია, რომლებმაც შექმნეს კრიპტოაქტივებით ვაჭრობის და მათი ფიატებზე უპირობო გაცვლის პლატფორმა. ამგვარად European Crypto Bank ცდილობს გადაჭრას ტრადიციული ბანკების მიერ კრიპტო ვალუტის გამოყენების სურვილის უქონლობის პრობლემა. ახლა ერთი ტოკენის ღირებულება შეადგენს 0.63 ევროს.
  3. The Sun Exchange – პროექტი, რომელიც საშუალებას იძლევა შეიძინოთ და გააქირავოთ მზის პანელები პირადი გამოყენებისთვის, ბიზნესისთვის ან სახელმწიფო საწარმოებისათვის. ასე კომპანიას სურს დააჩქაროს განახლებად ენერგიაზე გლობალური გადასვლის პროცესი. პრესეილზე SUNEX 1 ტოკენის ღირებულება 1 დოლარის ტოლია.
  4. ენერგეტიკის სფეროში კიდევ ერთი პროექტია - Verv-ს დეცენტრალიზებული სავაჭრო პლატფორმა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით. იგი იძლევა განახლებადი ენერგიით პირდაპირი ვაჭრობის და მისი მაღალი ძაბვის სადენებით გადაცემის საშუალებას. ამჟამად ერთი ტოკენი ღირს 0,5 ფუნტი.
  5. INTRO – უძრავი ქონების გლობალური ბაზრის პროექტი, რომელიც სთავაზობს გაყიდვის ობიექტებს ამშენებლის ფასად. დეველოპერების აზრით, ტოკენები ხელს შეუწყობენ ამ ბაზარზე შემოსვლას ფასდაკლებით. ასევე იგეგმება სმარტ - კონტრაქტის შექმნა ერთობლივი ინვესტირებისათვის. ახლა ერთი ტოკენი ღირს $ 0.4.

გამომდინარე იმისა, რომ ICO- ში ყველა ინვესტიცია ტარდება BTC-ში ან ETH- ში, ტოკენების შესაძენად შეგიძლიათ გამოიყენოთ ან კრიპტო-ბირჟა ან Liberty Bank -სმომსახურება. მისი საშუალებით შესაძლებელია კრიპტოვალუტის პირდაპირი შეძენა ან გაყიდვა. გისურვებთ წარმატებას და მომგებიან პროექტებს!

კონტაქტები

Artur Anopolsky

პროექტის ხელმძღვანელი

+995-706-777-038 (დამატ.. 147) a.anopolsky

Yanina Volovyk

კონფერენციის კოორდინატორი

+995-706-777-038 (დამატ.. 164) y.volovyk

Aleksandra Yanko

ექსპონენტებისა და სპონსორებისათვის

+995-706-777-038 (დამატ.. 104) alexaya270

Tatyana Chirva

ექსპონენტებისა და სპონსორებისათვის

+995-706-777-038 (დამატ.. 105) t.chirva

Serhii Dmytrenko

ექსპონენტებისა და სპონსორებისათვის

+995-706-777-038 (დამატ.. 108) s.dmitrenko_1

Guga Sopromadze

სტუმრებისთვის

+995-706-777-038 live:5a90b29bfc1cceb9
ზევით