ბილეთის შეძენა
Blockchain & Bitcoin Conference Georgia

შეხვდით დემოზონის მონაწილეებს კონფერენციაზე საქართველოში

შეხვდით დემოზონის მონაწილეებს კონფერენციაზე საქართველოში

Blockchain & Bitcoin Conference Georgia-ს დემოზონა გააერთიანებს ლიდერი კომპანიებისა და სტარტაპების კრიპტო-დეველოპერებს. ისინი წარმოადგენენ ინოვაციურ იდეებსა და უახლეს ნამუშევრებს, რომლებიც ბლოკჩეინ-ინდუსტრიას ტრანსფორმაციას უწინასწარმეტყველებენ.

ვინ წარმოადგენს საკუთარ პროექტებს დემოზონაში?

ერთ-ერთი ექსპონენტი არის კომპანია Bixtrim-ი, რომელიც მომხამრებელს სთავაზობს კაპიტალზე წვდომის სწრაფ გადაწყვეტილებებს. ორგანიზაცია მუშაობს ტრადიციული ტრეიდინგისა და სესხების სისტემის გაუმჯობესებაზე. მისი მთავარი მიზანია ისეთი კრიპტოვალუტისა და ბარათის გამოშვება, რომლებიც არსებული გადახდის სისტემებში დადებით ცვლილებებს შეიტანენ.

საქართველოში კრიპტოვალუტების გამომუშავებით სიდიდით მეორე დატა-ცენტრიც, Bitforx-იც გამოვა დემოზონაში. დეველოპერები წარმოგვიდგენენ ახალ მოწყობილებებს მაინინგისთვის და რაც მთავარია, გაუმჯობესებულ ტექნოლოგიებს.

ZENCASH – პირველი დეცენტრალიზებული TSL ანონიმური პლატფორმაა, რომელიც დაკავებულია კონტენტის მართვით. კომპანიის მიერ წარმოდგენილ გადაწყვეტილებებს შორის ძირითადებია: უსაფრთხო მიმოწერა და მომხმარებლის პირადი ინფორმაციის დაცვა.

Glorymine – არის კომპანია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს კრიპტო-მონეტების მოპოვებას. მისი გუნდი გვიჩვენებს თუ როგორ შევინარჩნოთ მაინინგისთვის საჭირო მოწყობილობების ხარისხი და ამავდროულად დავიცვათ უსაფრთხოების ყველა წესი.

CoinTraffic – ლიდერი სარეკლამო პლატფორმა ICO-პროექტებისთვის. კორპორაცია სპეციალიზდება ონლაინ-მარკეტინსა და კრიპტო-კონტენტის განვითარებაზე.

კიდევ ერთი მარკეტინგული პლატფორმა, Keepface-ი, წარსდგება დემოზონაში და გვიჩვენებს თუ რა გზით იქმნება გაყიდვადი და მომხიბვლელი კონტენტი სარეკლამო კამპანიებსა და სოციალური ქსელებისთვის. Keepface-ის საფუძველზე შექმნილი პლატფორმა Keepmycoin-ი ასევე იქნება დემოზონის წევრი. კომპანია ეხმარება ბლოკჩეინის ინდუსტრიაში მომუშავე ექსპერტებს სოციალურ კაპიტალს ნამდვილი ღირებულების შექმნაში.

მობილური მაინინგის ფერმებისთვის მოწყობილობების მწარმოებელი Bitferma ასევე წარუდგენს ახალ გადაწყვეტილებებს ღონისძიების მონაწილეებს.

Empleos-ი გვიჩვენებს, თუ როგორ უნდა გავზარდოთ ბლოკჩეინის მეშვეობით დასაქმების ხარისხი. კომპანია იყენებს გადანაწილებული რეესტრის, ავტომატური სწავლებისა და წახალისების სისტემის ტექნოლოგიებს, რათა დასაქმების ახალი ბაზარი შექმნას.

ბირჟა Coinmania წარადგენს ბიტკოინის სწრაფი და მოსახერხებელი ყიდვისა და გაყიდვის შესაძლებლობებს, ხოლო Safecoin გააცნობს დემოზონაში მყოფებს ახალ დაცულ კრიპტოვალუტას, რომელსაც მთავარი აქცენტი ანონიმურობაზე აქვს გაკეთებული.


გაიცანით დეველოპერები და გაიგეთ მეტი ახალი იდეების შესახებ კონფერენციის დემოზონაში!

რეგისტრაცია!

კონტაქტები

Artur Anopolsky

პროექტის ხელმძღვანელი

+995-706-777-038 (დამატ.. 147) a.anopolsky

Yanina Volovyk

კონფერენციის კოორდინატორი

+995-706-777-038 (დამატ.. 164) y.volovyk

Tatyana Chirva

ექსპონენტებისა და სპონსორებისათვის

+995-706-777-038 (დამატ.. 105) t.chirva
ზევით