ბილეთის შეძენა
Blockchain & Bitcoin Conference Georgia

პოსტ-რელიზი

Blockchain Conference Georgia-ს შედეგები

თბილისში 20 ივნისს პირველად გაიმართა Blockchain & Bitcoin Conference Georgia -  საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა ბლოკჩეინს, კრიპტოვალუტებსა და ICO­-ს. მან გააერთიანა მეწარმეები, ბლოკჩეინ-დეველოპერები, ინვესტორები, იურისტები, ბანკირები და სახელმწიფო უწყებათა წარმომადგენლები. მისი მთავარი თემებია - მაინინგისა და ბლოკჩეინის პერსპექტივები საქართველოს ციფრულ ეკონომიკაში.

ღონისძიების შედეგები

  • კონფერენციას დაესწრო 357 ადამიანი საქართველოდან, სომხეთიდან, ყაზახეთიდან, უკრაინადან, ბელარუსიიდან, გერმანიიდან, აშშდან, იაპონიიდან, ჰიბრალტარიდან, საუდის არაბეთიდან და მალტიდან.
  • დაიდო მემორანდუმი Association Blockchain Georgia-სა და Blockchain Association of Ukraine-ს შორის.
  • სპიკერები წარმოადგენდნენ ისეთ კომპანიებს, როგორებიცაა: IBM, ZenCash, Aleinikov & Partners, Kuna Exchange, PwC.
  • კონფერენციამ მიიღო საქართველოს ისეთი სახელმწიფო უწყებების მხარდაჭერა, როგორებიცაა: იუსტიციის, ეკონომიკის, ფინანსთა სამინისტორები, ასევე საჯარო რეესტრი, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო.
  • პროექტებმა და სტარტაპებმა მიიღეს დაფინანსება ინვესტორებისგან ჯამში $10 მლნ.

კონფერენცია

Blockchain & Bitcoin Conference Georgia-ს საკვანძო თემები:

მაინინგის თავისებურებები საქართველოში

სპიკერები:

ალექსი სუდაძე (Bitcoin Embassy Georgia)

ვახტანგ გოგოხია (Golden Fleece)

შოთა სირაძე

თორნიკე დარჯანია

Bitforx-ის, საქართველოში სიდიდით მეორე დატა-ცენტრის მუშაობის პრინციპებზე მოგვითხრო მისმა პროექტ-მენეჯერმა, გიორგი ავალიანმა.

ბლოკჩეინის მომავალი სახელმწიფო მმართველობაში

Association Blockchain Georgia-ს თანადამფუძნებელმა, ვანო ნარიმანიძემ, ისაუბრა საქართველო სახელმწიფო რეგულაციებზე კრიპტოვალუტების ინდურსტრიაში.

პანელურ დისკუსიაში, რომელიც ეძღვნებოდა ბლოკჩეინის პერსპექტივებს სახელმწიფო მმართველოში, მონაწილეობდნენ:

პროფესორი დავით კიზირია (Blockchain Systems Institute)

მარიამ ტურაშვილი (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს პროექტის-მენეჯმენტის დეპარტამენტი)

ნოდარ კაკრიაშვილი (საქართველოს შემოსავლების სამსახური)

დავით სისვსივაძე (საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის დეპარტამენტი)

ავთანდილ კასრაძე (საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიის სააგენტო, საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი)

როგორ გავუზარდოთ ცნობადობა ქვეყანას IT-ბაზარზე, მოგვითრო რევოლუციური დეკრეტის „ციფრული ეკონომიკის განვითარებაზე“-ს ავტორმა, დენის ალეინიკოვმა (Aleinikov & Partners). მან მონაწილეებს გაუზიარა დოკუმენტის შემუშავების დეტალები, რომლის წყალობითაც, ბელარუსია იქცა პირველ ქვეყანად მსოფლიოში, რომელმაც თავის სამართლებრივ სისტემაში დაამატა ისეთი მცნება, როგორიცაა სმარტ-კონტრაქტი.

აშშ-ში ფასიანი ქაღალდების ბაზრის სისტემის რეგულირებაზე ისაუბრა CKR LAW LLP-ის პარტნიორმა, გორდონ აინშტაინმა.

ICO-კამპანიების წარმატება: ინვესტიციები, მარკეტინგი, ტრენდები. მესამე ბლოკი შედგებოდა ორი ნაწილისგან: თემისგან - ICO-პროექტების წარმატებული პიარი და Shelf.Network-ის დამფუძნებლის, ლაშა ანთაძის, გამოსვლისგან.

კონფერენციაში ასევე მონაწილეობდნენ:

  • რობერტ ვიგლიონი, ZenCash-ის თანადამფუძნებელი;
  • მიხეილ ჩობანიანი, Blockchain Association of Ukraine-ს პრეზიდენტი;
  • ნატალია დრიკი, Blockchain Association of Ukraine-ს უფროსი;
  • იგორ პოროხი, iTuber-ის ანალიტიკოსი;
  • ენდრიუ ტორნხილი, Spotcoin-ის თანადამფუძნებელი;

ღონისძიება გახსნეს Association Blockchain Georgia-ს პრეზიდენტმა, მიხეილ სანდაძემ და Bixtrim-ის დამფუძნებელმა, არტურ არაბიანმა.

ღონისძიების წამყვანი იყო ნინო ეფხოშვილი, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს პროექტ-მენეჯერი.

დემოზონა

დემოზონაში თამაშდებოდა მაინერები და სხვადასხვა სუვენირები. პროექტების პრეზენტაციები გამართა 12-მა კომპანიამ:

  • Bixtrim - პლატფორმა კრიპტოვალუტების გაცვლისთვის;
  • Bitforx - მსხვილი მაინერი, მოწყობილობების ექსპორტიორი;
  • Glorymine - კონსულტანტი მაინინგის სფეროში;
  • ZenCash - დეცენტრალიზაციის ანონიმური პლატფორმა, რომელიც დაკავებულია კონტენტის მართვით;
  • Bitferma - მაინინგისთვის მობილური ფერმების შემქმნელი და დეველოპერი;
  • Coinmania - ქართული ინტერფეისის მქონე სერვისი, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს იყიდოს და გაცვალოს კტიპტოვალუტები (იღებს ლარსაც);
  • Keepmycoin - დეცენტრალიზებული მარკეტინგული პლატფორმა;
  • Powershare - პლატფორმა ქრაუდფანდინგისთვის;
  • Empleos – ბლოკჩეინზე აწყობილი  „დასაქმების პლატფორმა“, ვაკანსიების ინტელექტუალური ძიების შესაძლებლობით;
  • Safecoin - ანონიმური და დაცული კრიპტოვალუტა;
  • RPCM - ელექტროწყაროების დისტანციური მართვის სისტემები;
  • Gminer – asic-მაინერების მწარმოებელი;

ორანიზატორები და სპონსორები

ღონისძიება ჩატარდა შემდეგი სპონსორების მხარდაჭერით: Bixtrim, Bitforx, ZenCash, Glorymine და Cointraffic. ორგანიზატორი - კომპანია Smile-Expo, რომელიც ჩაატარებს საერთაშორიო B2B და B2C ღონისძიებებს.

კონფერენციის პარტნიორები - ორგანიზაციები, რომლებიც იდგნენ საქართველოს ბლოკჩეინ-ინდურსტრიის სათავეში: Association Blockchain Georgia, Bitcoin Embassy Georgia და Blockchain Systems Institute.

Blockchain & Bitcoin Conference Georgia შედის იმ ღონისძიებათა რიცხვში, რომლებსაც Smile-Expo ატარებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. 2018 წელს დაგეგმბილია 26 ბლოკჩეინ-ღონისძიება, მათ შორის პარიზში - 18 ივლისს, კიევში - 19 სექტემბერს, ბაქოში - 27 სექტემბერს, ასტანაში - 17 ოქტომბერს.

კონტაქტები

Artur Anopolsky

პროექტის ხელმძღვანელი

+995-706-777-038 (დამატ.. 147) a.anopolsky

Yanina Volovyk

კონფერენციის კოორდინატორი

+995-706-777-038 (დამატ.. 164) y.volovyk

Tatyana Chirva

ექსპონენტებისა და სპონსორებისათვის

+995-706-777-038 (დამატ.. 105) t.chirva
ზევით