ბილეთის შეძენა
Blockchain & Bitcoin Conference Georgia

შედეგები 2018

ალაქბარ ეივაზლი

მარკეტინგული ოპერაციების განყოფილების ხელმძღვანელი Keepmycoin

ჩვენი გუნდი პირველად დაესწრო ბლოკჩეინ-კონფერენციას საქართველოში. იქ შევხვდით ინვესტორებს, ვესაუბრეთ გამოფენაში მონაწილე კომპანიებს, დავამყარეთ ახალი კავშირები, რომლებიც ახალ შესაძლებლობებს გვაძლევენ მუშაობისთვის. გავესაუბრეთ ბლოკჩეინის სფეროს ლიდერებს, ვნახეთ პროექტები, რომლებითაც ძალიან დავინტერესდით და რომლებთანაც წარმატებით დავამყარეთ კომუნიკაცია. ყველაზე მეტად კონფერენციაზე ნეთვორქინგი მოგვეწონა. ორგანიზაციებსა და მონაწილეებს შორის ურთიერთობის თვალსაზრისითაც ყველაფერმა ბრწყინვალედ ჩაიარა.

ევგენი რომანენკო

წამყვანი iTuber

Blockchain & Bitcoin Conference Georgia-ს ორგანიზატორები, კომპანია Smile-Expo, - ჩემი პარტნიორია და ყველა მისი თანამშრომელი- ჩემი მეგობარი. ეს კონფერენცია იყო Blockchain & Bitcoin Conference-ს ნაწილი, რომელიც ტარდება საქართველოში,- ეს არ არის პირველი მსგავსი ღონისძიება საქართველოში, თუმცა პირველია ამ ბრენდის სახელით. ღონისძიება კარგად მიმდინარეობს, უკეთესადაც კი, ვიდრე წარმომედგინა. იქ შევხვდი ყველა ჩემს მეგობარს, ასევე შანსი მომეცა მენახა ჩემი ვირტუალური მეგობრები აზერბაიჯანიდან, სასომხეთიდან და საქართველოდან. იქ მომეწონა აბსოლუტურად ყველაფერი, არ შემიმჩნევია რაიმე ნაკლი ან მინუსი. კონფერენციამ იდეალურად ჩაიარა!

დენის ნეშტუნი

გენერალური დირექტორი არსიენტეკი

კონფერენცია იყო ძალიან საინტერესო ჩვენთვის, მაინინგ-მოწყობილობების შემქმნელთათვის, ასევე იმ კუთხითაც რომ იქ იყო ძალიან ბევრი მონაწილე, რომელიც კრიპტოვალუტას საქართველოში გამოიმუშავებს. ღონისძიების ფარგლებში დამყარებული კავშირები დაგვეხმარა უკეთ გაგვეგო სირთულეები, რომლებსაც ხვდებიან მაინერები და ასევე მივიღეთ შეფასებები პროდუქციაზე. ბევრი დაინტერესდა მისით, რაც ძალიან მაგარია! არ არსებობს ისეთი რამ, რაც ღონისძიებაზე შეიძლებოდა არ მოგვწონებოდა!

ჩან კომაგანი

პროდუქტ-მენეჯერი Empleos

ჩვენ ვართ ბლოკჩეინ-კომპანია, რომელიც მუშაობს დასაქმებისა და კადრების ბაზრის სფეროში, რამოდენიმე დღის წინ, ჩვენ გავაზიარეთ ჩვენი პროექტის დოკუმენტაცია. კონფერენციაზე ჩამოვედით იმისთვის, რომ გაგვეცნო სხვა ბლოკჩეინ-ენთუზიასტები. ყველაზე მეტად ღონისძიებაზე მოგვეწონა შესაძლებლობა გაგვეცნო უამრავი ადამიანი, რომელიც დაინტერესებული იყო მაინინგით. საინტერესოა აზრების გაზიარება ექსპერტებთან, რომლებსაც მუშაობის დიდი გამოცდილება აქვთ ამ სფეროში. ძირითადად, პრეზენტაციების თემები იყო მაინინგი და ბლოკჩეინ-გადაწყვეტილებები. ვისურვებდი რომ შემდეგ ღონისძიებებზე ყოფილიყო მეტი მრავალფეროვნება და სტარტაპი.

კონტაქტები

Artur Anopolsky

პროექტის ხელმძღვანელი

+995-706-777-038 (დამატ.. 147) a.anopolsky

Yanina Volovyk

კონფერენციის კოორდინატორი

+995-706-777-038 (დამატ.. 164) y.volovyk

Tatyana Chirva

ექსპონენტებისა და სპონსორებისათვის

+995-706-777-038 (დამატ.. 105) t.chirva
ზევით