პოსტ-რელიზი 2018
თბილისში 20 ივნისს პირველად გაიმართა Blockchain & Bitcoin Conference Georgia - საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა ბლოკჩეინს, კრიპტოვალუტებსა და ICO-ს. მან გააერთიანა მეწარმეები, ბლოკჩეინ-დეველოპერები, ინვესტორები, იურისტები, ბანკირები და სახელმწიფო უწყებათა წარმომადგენლები. მისი მთავარი თემებია - მაინინგისა და ბლოკჩეინის პერსპექტივები საქართველოს ციფრულ ეკონომიკაში.
ღონისძიების შედეგები
-
კონფერენციას დაესწრო 357 ადამიანი საქართველოდან, სომხეთიდან, ყაზახეთიდან, უკრაინადან, ბელარუსიიდან, გერმანიიდან, აშშდან, იაპონიიდან, ჰიბრალტარიდან, საუდის არაბეთიდან და მალტიდან.
-
დაიდო მემორანდუმი Association Blockchain Georgia-სა და Blockchain Association of Ukraine-ს შორის.
-
სპიკერები წარმოადგენდნენ ისეთ კომპანიებს, როგორებიცაა: IBM, ZenCash, Aleinikov & Partners, Kuna Exchange, PwC.
-
კონფერენციამ მიიღო საქართველოს ისეთი სახელმწიფო უწყებების მხარდაჭერა, როგორებიცაა: იუსტიციის, ეკონომიკის, ფინანსთა სამინისტორები, ასევე საჯარო რეესტრი, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო.
-
პროექტებმა და სტარტაპებმა მიიღეს დაფინანსება ინვესტორებისგან ჯამში $10 მლნ.
კონფერენცია
Blockchain & Bitcoin Conference Georgia-ს საკვანძო თემები:
მაინინგის თავისებურებები საქართველოში
სპიკერები:
-
ალექსი სუდაძე (Bitcoin Embassy Georgia)
-
ვახტანგ გოგოხია (Golden Fleece)
-
შოთა სირაძე
-
თორნიკე დარჯანია
Bitforx-ის, საქართველოში სიდიდით მეორე დატა-ცენტრის მუშაობის პრინციპებზე მოგვითხრო მისმა პროექტ-მენეჯერმა, გიორგი ავალიანმა.
ბლოკჩეინის მომავალი სახელმწიფო მმართველობაში
Association Blockchain Georgia-ს თანადამფუძნებელმა, ვანო ნარიმანიძემ, ისაუბრა საქართველო სახელმწიფო რეგულაციებზე კრიპტოვალუტების ინდურსტრიაში.
პანელურ დისკუსიაში, რომელიც ეძღვნებოდა ბლოკჩეინის პერსპექტივებს სახელმწიფო მმართველოში, მონაწილეობდნენ:
-
პროფესორი დავით კიზირია (Blockchain Systems Institute)
-
მარიამ ტურაშვილი (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს პროექტის-მენეჯმენტის დეპარტამენტი)
-
ნოდარ კაკრიაშვილი (საქართველოს შემოსავლების სამსახური)
-
დავით სისვსივაძე (საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის დეპარტამენტი)
-
ავთანდილ კასრაძე (საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიის სააგენტო, საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი)
როგორ გავუზარდოთ ცნობადობა ქვეყანას IT-ბაზარზე, მოგვითრო რევოლუციური დეკრეტის „ციფრული ეკონომიკის განვითარებაზე“-ს ავტორმა, დენის ალეინიკოვმა (Aleinikov & Partners). მან მონაწილეებს გაუზიარა დოკუმენტის შემუშავების დეტალები, რომლის წყალობითაც, ბელარუსია იქცა პირველ ქვეყანად მსოფლიოში, რომელმაც თავის სამართლებრივ სისტემაში დაამატა ისეთი მცნება, როგორიცაა სმარტ-კონტრაქტი.
აშშ-ში ფასიანი ქაღალდების ბაზრის სისტემის რეგულირებაზე ისაუბრა CKR LAW LLP-ის პარტნიორმა, გორდონ აინშტაინმა.
ICO-კამპანიების წარმატება: ინვესტიციები, მარკეტინგი, ტრენდები.
მესამე ბლოკი შედგებოდა ორი ნაწილისგან: თემისგან - ICO-პროექტების წარმატებული პიარი და Shelf.Network-ის დამფუძნებლის, ლაშა ანთაძის, გამოსვლისგან.
კონფერენციაში ასევე მონაწილეობდნენ:
-
რობერტ ვიგლიონი, ZenCash-ის თანადამფუძნებელი;
-
მიხეილ ჩობანიანი, Blockchain Association of Ukraine-ს პრეზიდენტი;
-
ნატალია დრიკი, Blockchain Association of Ukraine-ს უფროსი;
-
იგორ პოროხი, iTuber-ის ანალიტიკოსი;
-
ენდრიუ ტორნხილი, Spotcoin-ის თანადამფუძნებელი;
ღონისძიება გახსნეს Association Blockchain Georgia-ს პრეზიდენტმა, მიხეილ სანდაძემ და Bixtrim-ის დამფუძნებელმა, არტურ არაბიანმა.
ღონისძიების წამყვანი იყო ნინო ეფხოშვილი, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს პროექტ-მენეჯერი.
დემოზონა
დემოზონაში თამაშდებოდა მაინერები და სხვადასხვა სუვენირები. პროექტების პრეზენტაციები გამართა 12-მა კომპანიამ:
Bixtrim - პლატფორმა კრიპტოვალუტების გაცვლისთვის;
Bitforx - მსხვილი მაინერი, მოწყობილობების ექსპორტიორი;
Glorymine - კონსულტანტი მაინინგის სფეროში;
ZenCash - დეცენტრალიზაციის ანონიმური პლატფორმა, რომელიც დაკავებულია კონტენტის მართვით;
Bitferma - მაინინგისთვის მობილური ფერმების შემქმნელი და დეველოპერი;
Coinmania - ქართული ინტერფეისის მქონე სერვისი, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს იყიდოს და გაცვალოს კტიპტოვალუტები (იღებს ლარსაც);
Keepmycoin - დეცენტრალიზებული მარკეტინგული პლატფორმა;
Powershare - პლატფორმა ქრაუდფანდინგისთვის;
Empleos – ბლოკჩეინზე აწყობილი „დასაქმების პლატფორმა“, ვაკანსიების ინტელექტუალური ძიების შესაძლებლობით;
Safecoin - ანონიმური და დაცული კრიპტოვალუტა;
RPCM - ელექტროწყაროების დისტანციური მართვის სისტემები;
Gminer – asic-მაინერების მწარმოებელი;
ორანიზატორები და სპონსორები
ღონისძიება ჩატარდა შემდეგი სპონსორების მხარდაჭერით: Bixtrim, Bitforx, ZenCash, Glorymine და Cointraffic. ორგანიზატორი - კომპანია Smile-Expo, რომელიც ჩაატარებს საერთაშორიო B2B და B2C ღონისძიებებს.
კონფერენციის პარტნიორები - ორგანიზაციები, რომლებიც იდგნენ საქართველოს ბლოკჩეინ-ინდურსტრიის სათავეში: Association Blockchain Georgia, Bitcoin Embassy Georgia და Blockchain Systems Institute.
Blockchain & Bitcoin Conference Georgia შედის იმ ღონისძიებათა რიცხვში, რომლებსაც Smile-Expo ატარებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. 2018 წელს დაგეგმბილია 26 ბლოკჩეინ-ღონისძიება, მათ შორის პარიზში - 18 ივლისს, კიევში - 19 სექტემბერს, ბაქოში - 27 სექტემბერს, ასტანაში - 17 ოქტომბერს.